„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2012 წლის 01 თებერვალი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (სსმ, ვებ გვერდი, 111209010, 13/12/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამაში“ შემდეგი ცვლილება:
1. პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები
ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:
ა) 3-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქე, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო ან/და რომელიმე კერძო კომპანიის სადაზღვევო პოლისი;
ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.“.
2. პროგრამის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირება
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პროგრამით განსაზ ღ ვრული კრიტერიუმებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების წინადადებით.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი ამოქმედება განისაზღვროს 2012 წლის 01 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.02.2012. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №04. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.117.016088.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №04, 01.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1576414/