„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1142
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.04.001.001.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 30/10/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

     „მუხლი 481

1. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1998 წელს შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვროს არა უგვიანეს 2002 წლის 20 ივნისით.

2. ამ კანონით განსაზღვრული საკრებულოების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ჩატარდეს 2002 წლის 3 ივნისამდე.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 26 ოქტომბერი.

№1142-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2001.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1142. სარეგისტრაციო კოდი — 010.250.000.04.001.001.002.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №1142, 26.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.001.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15766/