ა) საჭიროების შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნოს პირი, რომელიც მოწმდება დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით;

ბ) გაუგრძელოს მკურნალობის ვადა იმ პირს, რომელიც დაწესებულებას მიმართავს მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად, თუ არსებობს ამის საფუძველი;

გ) მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციის შესასრულებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან, ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298  -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.4