ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2012
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Century Gothic"; panose-1:2 11 5 2 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h3 {mso-style-link:"Heading 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading3Char {mso-style-name:"Heading 3 Char"; mso-style-link:"Heading 3"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Без интервала1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.10 {mso-style-name:"Верхний колонтитул Знак1"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.11 {mso-style-name:"Нижний колонтитул Знак1"; mso-style-link:Footer;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.12 {mso-style-name:"Текст выноски Знак1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.NoSpacing1, li.NoSpacing1, div.NoSpacing1 {mso-style-name:"No Spacing1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.8pt 42.5pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების დაყრის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №174 განკარგულება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე და განსაზღვრავს ქ. ბათუმის (შემდგომში – ქალაქი) ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქ. ბათუმში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, ქ. ბათუმის თვითმ-მართველობა უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუკეთოს ქალაქის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებუ-ლებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;
ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.
2. ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება ხორციელდება ქ. ბათუმის თვითმმართველობის მიერ:
ა) ქ. ბათუმის მერიის სამსახურების მეშვეობით;
ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;
გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით;
დ) ქ. ბათუმის თვითმმართველობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;
ე) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.
3. ქ. ბათუმის თვითმმართველობის უფლებამოსილება ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ შეიძლება განხორციელდეს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
4. ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
5. ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის უფლებამოსილება ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების საკითხებში მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს.
6. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან ერთად.
8. ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს ქ. ბათუმის საკრებულო.
9. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები და მოთხოვნები.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრესათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო უბანზე წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზატკეცილი და მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრებისა და შეფუთვის (შეკვრის) გარეშე არ ეტევა ნარჩენების სათავსში და ჩვეულებრივ, მისი ხელით აწევა შეუძლებელია; დიდგაბარიტიან ნარჩენებს, სხვა ნარჩენებთან ერთად, მიეკუთნება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ხალიჩები, ლეიბები და ა.შ.;
ე) მავნე ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განსათავსებელი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ., რომელთა ფორმას შეიმუშავებს და/ან შეითანხმებს ქ. ბათუმის მერია;
კ) საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები – ურნები, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში;
ლ) ქალაქის დაგვა-დასუფთავება – მექანიკური დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა;
მ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;
ნ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება, გაუვნებლობა, განთავსება;
ო) მომხმარებელი – ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
პ) ოპერატორი – ქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი;
ჟ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;
რ) ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;
ს) ნარჩენების გაუვნებლობა – ნარჩენების დამუშავება, განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;
ტ) მოსაკრებელი – ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიისათვის დასუფთავების მოსაკრებლი;
უ) მოსაკრებლის გადამხდელი – დადგენილი წესით დარეგისტრირებული დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები აბონენტი;
ფ) აბონენტი – დასახლებული ტერიტორიისათვის დასუფთავების მოსაკრებლი, მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ერთიან ბაზაში;
ქ) სამსახური – ქ. ბათუმის თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი შესაბამისი სამსახური;
ღ) ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი;
ყ) მომსახურების საფასური – არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურების ფასი;
შ) მომსახურება – ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა.
მუხლი 3🔗. ორგანიზების მასშტაბი
1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი ქ. ბათუმში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლობას, განთავსებას.
2. ქ. ბათუმში ქალაქის დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებ-ლობისათვის განკუთვნილ სამანქანო და ქვეითად სავალ ქუჩებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, ტროტუარებს, ველოსიპედის სავალ ბილიკებს, ზღვის სანაპირო ზოლს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს გამყოფი, შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.
3. ქალაქის დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორება.
4. ქალაქის დაგვა-დასუფთავების დროს არ უნდა მოხდეს მტვრის წარმოქმნა. დასუფთავების შემდეგ წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
5. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანო.
6. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.
7. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები.
8. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი
1. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე თითოეული საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში დარეგისტრირდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მოსარგებლედ. წინამდებარე წესის ამოქმედების დროისათვის რეგისტრირებული პირები ითვლებიან მომსახურებით მოსარგებლეებად.
2. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე თითოეული საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე ვალდებულია ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას.
3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრის ცვლილებისას როგორც ძველი, ისე ახალი მესაკუთრე ვალდებულია ცვლილების შესახებ აცნობოს ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს.
4. ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქში მოქმედ ოპერატორ კომპანიას.
5. ნარჩენების მფლობელებს უფლება აქვთ მოსთხოვონ ოპერატორ კომპანიას მხოლოდ ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ეს წესი და ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალური შესყიდვის ტექნიკური პირობები ითვალისწინებს.
მუხლი 5🔗. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსოები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
1. ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დადგენილი სახეობის სათავსები.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. სათავსების დისლოკაციის ადგილებს მოქმედი ნორმების დაცვით, მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ოპერატორი კომპანია. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ სათავსის გატანა, გადაადგილება.
3. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი და გარე წნევის ზემოქმედების შემთხვევაში ფეთქებადი ნარჩენები; თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჩატვირთვას და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის და ნაგავმზიდი მანქანისათვის და სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას. თუ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სათავსო/ადგილი არაა, განთავსებისთვის წინასწარ უნდა ეცნობოს ოპერატორ კომპანიას. მომსახურების საფასური დაიფარება მომხმარებლის მიერ.
4. დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება ხდება ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
5. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
6. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიის უფლებამოსილ სამსახურთან.
7. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
8. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს. მუყაოს ყუთები და სხვა სახის შესაფუთი მასალა მომხმარებლის მიერ მექანიკურად უნდა დაქუცმაცდეს სათანადო, გონივრულ ზომამდე და ისე მოთავსდეს სათავსში.
9. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.
10. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა ოპერატორ კომპანიას.
11. ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს ნაგავშემკრებ სპეცავტომანქანაში. ნარჩენების ქუჩაში დაყრა აკრძალულია.
12. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება საჭიროების გათვალისწინებით გამოიყოს დამატებითი სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ოპერატორ კომპანიას უხდის მომსახურების საფასურს.
13. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.
14. თუ მომხმარებლის მიზეზით სათავსიდან შეუძლებელია მასში შეგროვილი ნარჩენების გადმოცლა, სამსახური ან ოპერატორი თვითონ უზრუნველყოფს სათავსის გაწმენდას, საჭირო ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
15. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია, გარდა შესაბამისი წესით განსაზღვრული პირობებისა, ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში. ნარჩენების მფლობელი, რომელიც არ მოამზადებს ნარჩენებს და/ან ნარჩენების სათავსს ტრანსპორტირებისათვის ამ მუხლის შესაბამისად, ვალდებულია დაფაროს ამ ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები.
მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება
1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც თავიანთი მავნებლობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკე შეგროვებას საჭიროებს, სამსახური ან ოპერატორი გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.
2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, მისი ადგილსამყოფელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ.
3. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენებისათვის გამოყოფილი სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომთან არც მის მოსვლამდე და არც მისი გამგზავრების შემდეგ, არ შეიძლება მავნე ნარჩენების დატოვება. განრიგის ან მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, მავნე ნარჩენების მფლობელმა ისევ უკან უნდა წაიღოს ნარჩენები. მათი ჩაბარება შესაძლებელი იქნება სხვა დანიშნულ დროს.
მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება
1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
2. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.
მუხლი 8🔗. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება
1. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე, ოპერატორი კომპანიის მიერ დადგენილ დროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
2. სამშენებლო ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.
3. დაუშვებელია სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება ოპერატორი კომპანიის თანხმობის გარეშე.
მუხლი 9🔗. ნარჩენების საკუთრება
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაა. მხოლოდ ნარჩენების წარმომქმნელს შეუძლია უკან დაიბრუნოს შესაგროვებლად გამოტანილი საკუთარი ნარჩენი, სანამ ის არ იქნება შეგროვებული ტრანსპორტირებისათვის.
2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.
3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქალაქ ბათუმის მერიას უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები მის მიერ დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.
4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი ქ. ბათუმის მერიის უფლებამოსილი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.
მუხლი 10🔗. ნარჩენების გაუვნებლობა, სეპარაცია და განთავსება
1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის საკრებულო.
3. ნარჩენების გაუვნებლობა და განთავსება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების ობიექტებზე.
4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების ობიექტებზე.
მუხლი 11🔗. მომსახურების ღირებულება
1. ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის ან/და მომსახურების საფასურის გადახდის გზით.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება გადაიხდევინება მომსახურების საფასურის გადახდის საშუალებით, მათ შორის მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით. მომხმარებელსა (გარდა ქ. ბათუმის მერიისა) და ოპერატორ კომპანიას შორის მომსახურების შესახებ გარიგების შემთხვევაში, ოპერატორ კომპანიასთან მომსახურების საფასური გადაიხდევინება შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი ოდენობით და ვადებში. მომსახურების საფასურს განსაზღვრავს ოპერატორი კომპანია ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ადგენს ქ. ბათუმის საკრებულო.
4. სავალდებულოა მოსაკრებლის და მომსახურების საფასურის გადახდა დადგენილ ვადებში.
5. დასუფთავების მოსაკრებლის და მომსახურების ფასის გადაუხდელობა ან/და გადახდის წესების დარღვევა ითვლება წინამდებარე წესის დარღვევად.
მუხლი 12🔗. ტექნოლოგიები ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
ქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიკურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.
მუხლი 13🔗. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით
1. ქ. ბათუმის თვითმმართველობამ ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში.
2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით
1. ქ. ბათუმის თვითმმართველობა უფლებამოსილია ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნაჩენების მართის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით.
2. კონკურსის პირობები მტკიცდება ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
მუხლი 15🔗. ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით
ქ. ბათუმის თვითმმართველობამ ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს თვითმმართვე-ლობის მიერ დადგენილი წესებით.
მუხლი 16🔗. მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენა
1. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს სამსახურის ან ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე ბათუმში ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესებს ადგენს ქ. ბათუმის თვითმმართველობა.
მუხლი 17🔗. წესის დარღვევა
წინამდებარე წესის მე-4 – მე-11 მუხლების შეუსრულებლობა წარმოადგენს დასუფთავების წესის დარღვევას და ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად
მუხლი 18🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილებით.