ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 22 ივლისის №15 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 3 თებერვალი

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 22 ივლისის № 15 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის № 15 დადგენილებაში (სსმ, გამოქვეყნდა 26.07.2011 წ. ს/კ 01026002035.140.016018) „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, კერძოდ: ამოღებული იქნეს დადგენილების დანართის III თავის „გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები“ მე-12 და მე- 13 მუხლ ებ ი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები

    მუხლი 12

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციისა და საკადრო მუშაობის სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ე) კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთეობის სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

    მუხლი 13

1. ადმინისტრაციისა და საკადრო მუშაობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

 2. საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარება, მიწათსარგებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების მომზადება და კომპეტენტურ ინსტიტუტებთან, სპეციალისტებთან თანამშრომლობა, სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების შესახებ ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება . მეცხოველეობის დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საკვებწარმოების კუთხით საკვების დამზადების ტექნოლოგიების დაცვა. მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

5. კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების უზრუნველყოფა.

6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

7. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები და ქვედანაყოფები.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა. მელიქიძე