გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

201 2 წლის 27იანვარი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.“

 2. დებულების მე-10 მუხლის:

ა) სათაური, 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტის 1-ლი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

1. გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“

3. დებულების მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“

ბ) მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულების ორგანოების საქმიანობას;“

გ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ.“.

4. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი,

2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ეთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ეთეულში.

3. რწმუნებულის საქმიანობისათვის ხელის შეწყობის მიზნით, ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან თვითმმართველი ერთეულის სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით.

5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“

5. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) ქ. გურჯაანის განყოფილებას;

ზ.ბ) კაჭრეთის განყოფილებას;

ზ.გ) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილებას;“,

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ . იაგანაშვილი