გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.166.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 27იანვარი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ოქტომბრის №31 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება“.

2. დებულების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომ – რწმუნებული) უფლებამოსილების განხორციელების, საქმისწარმოებისა და ბეჭდის გამოყენების წესს.

2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს რწმუნებული, რომელიც, ამ დებულებით დადგენილი წესით, თავის საქმიანობას წარმართავს ტერიტორიული ორგანოს სხვა თანამშრომლების მეშვეობით, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მთელ ტერიტორიაზე.

4. რწმუნებული თავის საქმიანობას წარმართავს გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

5. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი, მას აქვს საკუთარი შტამპი, ბლანკი და ბეჭედი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ამ დებულებით.“.

3. დებულების მე-2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები“;

ბ) 1-ელ და მე-3 პუნქტებში სიტყვები „გამგეობის ტერიტორიული ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ტერიტორიული ორგანოს“, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „გამგეობის ტერიტორიული ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტერიტორიული ორგანო“.

4. დებულების მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმარველი ერთეულის რწმუნებული“;

ბ) 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული ორგანოს ხე ლ მძღვანელი – რწმუნებული არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში, დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.“.

5. დებულების მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედ ა ქციით:

„ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები“;

ბ) 1-ე ლ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „გამგეობის ტერიტორიული ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით „ტერიტორიული ორგანოს“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი