„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.153.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების                                                                 შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების                                                                 შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილების (სსმ, 31/03/2011, 210020010.35.153.016058) შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

მუხლი 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში, კერძოდ:

1. №1დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან ფართის ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით)’’.

2.№2დანართში დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალს დაემატოს ,,საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის’’, რ ომლის ზომის ერთეული განისაზღვრ ება ერთ დასაჯდომ ადგილზე, წლიური დაგროვების ნორმა 0,4-ით, ხოლო განაკვეთი _ თვეში 1მ3-ზე 0,5 ლარით და დანართი № 2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

3. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ახალი თანდართული ტიპიური ხელშეკრულება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილების დანართი №3-ით დამტკიცებული დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                  ა. კალანდაძე

დანართი 2

დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის

 

 

საქმიანობა

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა

განაკვეთი თვეში 13 –  15 ლარი

1.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართი 1მ2

0.04

0.05

2.

ოფისები, სააგ ე ნტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართი 1მ2

 

0.08

 

0.1

 

3.

 

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0.331

 

0.41

4.

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები

ერთ მოსწავლეზე

0.128

0.16

5.

სასტუმროები

მო მს ამხურების ერთეული

1.72

2.15

6.

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

1.157

 

1.45

7.

პოლიკლი ნი კები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართი 1მ2

 

0.16

 

0.2

8.

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების

ღია ფართის 1მ2

0.02

0.025

დახურული ფართის 1მ2

0.08

0.1

9.

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

0.76

0.95

10.

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ2

0.25

0.31

11.

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის  1მ2

0.3

0.37

12.

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

 

0.08

0.1

13.

ბენზინგასამართი და

გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართი 1მ2

0.08

0.1

 

14.

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები ტექმომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1მ2

0.02

0.025

 

დახურული

 

0.14

 

0.17

15.

ა/ მანქანების სამრეცხაო

საერთო ფართი 1მ2

 

0.14

 

0.17

16.

აბანოები, საუნები

საერთო ფართი 1მ2

 

0.18

 

0.22

17.

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართი 1მ2

0.35

0.43

18.

სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

 

საერთო ფართი 1მ2

 

0.25

 

0.31

19.

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2.4

3

20.

საცხობები

სამუშაო ფართი 1მ2

0.26

0.32

21.

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართი 1მ2

 

0.008

 

0.01

22.

სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები

1 ადგილი

 

0.6

 

0.75

23.

საწარმოო დანიშნულების ობიექტები, ღია ტერიტორიები

საერთო ფართი 1მ2

 

0.008

 

0.01

24.

მსხვილი სერიული პროდუქციის (საწარმოების) შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა(საწყობები)

საერთო ფართი 1მ2

 

0.04

 

0.05

25.

ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

ღია ფართი 1მ2

0.008

0.01

ღია საერთო ფართის 1მ2

 

0.08

 

0.1

26.

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0.4

0.5

 

მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა

მ=წდნ:12Xტ

მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე

წ.დ.ნ._  ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა

ტ – 1მ3ნარჩენების გატანის, გაუვნებლების და კონტეინერის ექსპლოატაციის ტარიფი

                                                         

 

 

 

. მცხეთა                                                                                    „ - - “ - - - - - - - 20 წ.

 

  ჩვენ, ერთი მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილი პირის _ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის - თეიმურაზ აბაშიძის სახით, შემდგომში „მცხეთის მუნიციპალიტეტი’’, ხოლო, მეორე მხრივ

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /ობიექტის დასახელება /საიდენტიფ. კოდის №/ მისი მესაკუთრე / მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი/

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                   /გვარი სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი. /

 

შემდგომში “ობიექტად” წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება და მისი განთავსების საბოლოო ადგილის მოვლა-პატრონობა.

 

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

1. ხელშეკრულების 1 მუხლში აღნიშნულ მომსახურებას, მცხეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ან პირის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარში.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტი ობიექტიდან ნაგვის გატანა მოახდინოს

 

 ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  /მიეთითოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/

 

3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიუციპალიტეტს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).

4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.

5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.

6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან.

7. ობიექტი უფლებამოსილია, სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულ ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.

8. მე-3 და მე-7 პუნქტებში მოცემულ შემთხვევ ებ ში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დარიცხვის ან კორექტირების შეწყვეტის საფუძვლები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოების მიერ.

 

მუხლი 3. ანგარიშსწორების პირობები

1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 ნარჩენის გატანაზე შეადგენს ........................................... ლარს.

2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებით და

 

განისაზღვრება ---------------------------------------------

                                              /ზომის ერთეული/    

        

3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება………...................... ლარით. იგი არის ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების ნამრავლი.

4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1 და 2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.

 

მუხლი 4. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ,მე-2 და მე-3 მუხლ ებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებ ი სმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.

3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.

 

მუხლი 5. დავები და მათი გადაწყვეტის წესი

1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. ფორს-მაჟორი

1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე,ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.

2. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორ ული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.

 

მუხლი 7. სხვა პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

3. ხეკშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

მუხლი 8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.

2. ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით.

3. ვადის გასვლის შემდეგ, მხარეების მიერ ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე.

 

მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები

  მცხეთის მუნიციპალიტეტი        ____________________________________

       ს/კ 236094196          ____________________________________                                                                                                                                                            მისამართი: ქ. მცხეთა,. აღმაშენებლის. 73  _____________________________________

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ____________________________________

   უფლებამოსილი პირი    _________________________________     

      თ. აბაშიძე          _____________________________________      

 

სახაზინო რეკვიზიტები

 სახელმწიფო ხაზინა

 ა/ა 200122900

 ბანკის კოდი: 220101222

 სახაზინო კოდი: 300133189

 (მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისათვის)