„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის1 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში(სსმ №13, 18/08/2010 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.113.000313.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ნ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.

 2. მე-13 მუხლს დაემატოს მე-14 და მე-15 პუნქტ ები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას;

ვ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;

ზ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენა, გამოცემა და გავრცელება;

თ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი;

 ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

15. სამსახურის შემადგენლობა:

 სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ა. მამეშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2012.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.02.2012. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.113.016082.
რამდენი მუხლისგან შედგება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №7, 01.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016082 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1579621/