„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 31 იანვარი
დაბა ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,არსებულის“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,სასკოლო“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) სამსახურის სამოღვაწეო არეალში არსებული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა“.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. სამსახურის კომპეტენცია
1. სამსახურის საქმიანობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
ა) განათლების სფეროში:
ა.ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია;
ა.ბ) ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვის კოორდინაცია, მათი კონსულტაცია და დახმარება;
ა.გ) კონტროლი ბავშვთა შრომით საქმიანობაზე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალიტეტის ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში მონაწილეობა;
ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა თუ კამპანიებში;
ა.ე) საინიციატივო ჯგუფების მიერ მოწყობილი მასობრივი ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება;
ა.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ა.ზ) სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება ბავშვთა და ახალგაზრდების პრობლემების გამოვლენის მიზნით. სემინარების, კონფერენციების მოწყობა აღნიშნული პრობლემის ირგვლივ;
ა.თ) ახალგაზრდობაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ანალიზი, ბავშვთა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კულტურის სფეროში:
ბ.ა) კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;
ბ.ბ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელმწიფო კულტურული პროგრამების შესასრულებლად გამოყოფილი იმ თანხების რაოდენობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, რომელიც ნაწილდება კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
ბ.გ) კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებზე, ნაგებობებსა და სხვა ისტორიული მემკვიდრეობის ფასეულობებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოფხვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია;
გ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში:
გ.ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
გ.ბ) მუზეუმის პროგრამული დაფინანსების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
გ.გ) მუზეუმის ფონდის აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
გ.დ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისადმი ხელის შეწყობა;
დ) საბიბლიოთეკო საქმიანობის სფერო:
დ.ა) ბიბლიოთეკის პროგრამული დაფინანსების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
დ.ბ.) ბიბილიოთეკის წიგნადი ფონდის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
დ.გ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სპორტის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და პრიორიტეტულ სახეობათა შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ე.ბ) სპორტის განვითარების მიზნით დახმარების გაწევა სამსახურის სფეროში შემავალი დაწესებულებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე.გ) სხვა სპორტულ საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მასობრივი გამაჯანსაღებელი, სპორტული ღონისძიებების, სპორტული მოძრაობების, სპორტული შეჯიბრებების და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობის კოორდინაცია. პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სპორტის სახეობების მიხედვით პირველობების ჩატარების ხელმძღვანელობა და ნაკრები გუნდების მივლინება რესპუბლიკურ პირველობაზე;
ე.დ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, მათი ატესტაციისა და პროფესიული დონის განსაზღვრის ხელშეწყობა;
ე.ე) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვაზე და ნაგებობების მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობაზე კონტროლი;
გ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების სფეროში:
გ.ა) საკურორტო ინფრასტრუქტურების შესწავლა, პრიორიტეტების სწორად გამოყოფა;
გ.ბ) კურორტის განვითარებისათვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ მოზიდვაზე ზრუნვა;
გ.გ) საკურორტო სეზონის მზადებისათვის პრიორიტეტული საქმიანობების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კურორტებზე დამსვენებელთათვის სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების განხორციელება;
გ.დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობების გათვალისწინებით ტურისტული პროდუქციის მომზადება და შეთავაზება ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის;
გ.ე) ადგილობრივი კულტურული ძეგლების დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
გ.ვ) ტურიზმის სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის ხელშეწყობა;
გ.ზ) ტურიზმის სფეროში დამეგობრებული სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობა, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამსახური საკოორდინაციო არეალში შემავალი ორგანიზაცია-დაწესებულებებისგან მოითხოვს იმ პროგრამების წარმოდგენას, რომლებმაც უნდა განსაზღვროს მიმდინარე და სამომავლო გეგმები და გააკონტროლოს მათი შესრულების მიმდინარეობა“.
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. სამსახურის სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი“.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე