არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.02.2012
ძალის დაკარგვა 19.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {mso-style-link:"No Spacing Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.NoSpacingChar {mso-style-name:"No Spacing Char"; mso-style-link:"No Spacing"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №19
2012 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია თანდართული რედაქციით.
მუხლის 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა
1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – ინდივიდუალური გეგმა) (დანართი №1) წარმოადგენს რესოციალიზაციის მიზნით კონკრეტული არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის (შემდგომში – მსჯავრდებული) ინდივიდუალურად შედგენილ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 6 თვით და ხორციელდება მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსების პერიოდში.
2. ინდივიდუალური გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, მის განსახორციელებლად განსაზღვრული დროისა და დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მითითებით.
3. ინდივიდუალურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს მსჯავრდებულთან სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ექიმისა და მასწავლებლის მიერ გასატარებელი, ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ღონისძიებები. ამასთან სავალდებულო არ არის ინდივიდუალურ გეგმაში ერთობლივად გათვალისწინებული იყოს ყველა ზემოხსენებული პირის მიერ გასატარებელი ღონისძიება.
4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისთანავე დაწესებულების დირექტორის მიერ დაწესებულების სოციალური განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე ინიშნება ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორი (შემდგომში – კოორდინატორი).
5. კოორდინატორის წარდგენა, რომელიც შეიძლება იყოს ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, ხორციელდება საქმეების რაოდენობის გათვალისწინებით.
6. კოორდნიატორის პირველი შეხვედრა მსჯავრდებულთან ხორციელდება მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმების შესამუშავებლად, მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა დაწესებულების დირექტორის მიერ იქმნება მულტიდისციპლინური საბჭო.
8. მულტიდისციპლინური საბჭოს დაკომპლექტებიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭოს წევრების მიერ ხდება მსჯავრდებულის შეფასება და ხდება შესაბამისი რეკომენდაციების შედგენა და კოორდინატორისათვის გადაცემა.
9. კოორდინატორისათვის მულტიდისციპლინური საბჭოს რეკომენდაციების წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში, კოორდინატორი იწვევს მულტიდისციპლინურ საბჭოს.
10. მულტიდისციპლინური საბჭოს და კოორდინატორის შეხვედრიდან 5 სამუშაო დღეში დგება ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მტკიცდება დაწესებულების დირექტორის მიერ ინდივიდუალური გეგმის შედგენიდან 3 სამუშაო დღეში.
11. ამ მუხლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ვადები შეიძლება გაგრძელდეს კოორდინატორის ან/და მულტიდისციპლინური საბჭოს წევრის მოტივირებული შუამდგომლობით დირექტორის მიერ. ვადის გაგრძელება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
12. ინდივიდუალური გეგმა დგება 6 თვის ვადით, ინდივიდუალური გეგმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს და შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.
13. ინდივიდუალური გეგმის დამტკიცებიდან 6 თვეში ხდება მულტიდისციპლინური საბჭოს შეკრება, ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ჩატარებული სამუშაოს შეფასება, რათა მოხდეს მომდევნო ინდივიდუალური გეგმის შედგენა ახალი საჭიროებების გათვალისწინებით. ახალი ინდივიდუალური გეგმა წარედგინება დაწესებულების დირექტორს, რომელსაც შეუძლია წარადგინოს საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.
14. ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება:
ა) მსჯავრდებული გადაყვანილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში;
ბ) მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური სახდელი: საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომში გადაყვანა;
გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება;
დ) ექიმის რეკომენდაციით.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დასრულების შემდეგ ინდივიდუალური გეგმის განხორციელება უნდა განახლდეს.
16. ინდივიდუალური გეგმის განხორციელება წყდება, თუ:
ა) მსჯავრდებულმა მოიხდა სასჯელი;
ბ) მსჯავრდებული ვადაზე ადრე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან;
გ) მსჯავრდებული გახდა სრულწლოვანი და გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში.
17. დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებები საჭიროებისამებრ ვალდებული არიან წარუდგინონ ინფორმაცია მულტიდისციპლინური საბჭოს კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ ინდივიდუალური გეგმისა და ერთთვიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
მუხლი 2🔗. ერთთვიანი სამოქმედო გეგმა
1. ინდივიდუალური გეგმის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღეში კოორდინატორი მსჯავრდებულთან ერთად ადგენს ერთთვიან სამოქმედო გეგმას (დანართი №2). ერთთვიანი სამოქმედო გეგმის (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შედგენიდან არა უადრეს 25 დღისა მულტიდისციპლინური საბჭო ახორციელებს სამოქმედო გეგმის მონიტორინგს და მომდევნო სამოქმედო გეგმის შედგენას.
2. სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის აღწერილი ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ღონისძიებების ჩამონათვალი მათი თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა.
3. სამოქმედო გეგმით ხორციელდება მსჯავრდებულის მოტივაციისა და ჩართულობის ხარისხის შეფასება.
მუხლი 3🔗. მულტიდისციპლინური საბჭო
1. მულტიდისციპლინური საბჭოს შემადგენლობაშია:
ა) სოციალური მუშაკი;
ბ) ფსიქოლოგი;
გ) ექიმი;
დ) მასწავლებელი.
2. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს დაწესებულების თანამშრომელთა შემადგენლობიდან (გარდა მასწავლებლისა) ნიშნავს დაწესებულების დირექტორი.
3. მულტიდისციპლინური საბჭოს ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულის ბიო-ფსიქოსოციალური პორტრეტის შექმნა, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისიწინებით მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მის განხორციელების მონიტორინგი.
4. მულტიდისციპლინური საბჭოების რაოდენობასა და მსჯავრდებულთა მულტიდისციპლინურ საბჭოებში გადანაწილებას, სოციალური განყოფილების უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 4🔗. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები
1. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი და მასწავლებელი) აწარმოებენ დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულის გამოკითხვას.
2. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები 3 თვეში ერთხელ წერილობით ანგარიშს წარუდგენენ კოორდინატორს, განხორციელებული საქმიანობისა და თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით მიღწეული შედეგების თაობაზე.
3. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები მონაწილეობენ ინდივიდუალურ გეგმაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შემუშავებასა და მომზადებაში.
მუხლი 5🔗. მსჯავრდებულის კოორდინატორი
1. კოორდინატორი ზედამხედველობს და კონტროლს უწევს ინდივიდუალური და სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული ღონისძიებების განხორციელებას და დაგეგმილი შედეგების მიღწევას.
2. კოორდინატორი იხილავს მულტიდისციპლინური საბჭოს მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილ 3 თვის ანგარიშებს.
3. კოორდინატორი აწარმოებს შემთხვევის მართვას საქმის გახსნიდან მის დახურვამდე.
4. კოორდინატორი აგროვებს და ანალიზს უკეთებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. ორგანიზებას უკეთებს მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრებს, მონაწილეობას იღებს მათ მუშაობაში და ხელს უწყობს დასახული მიზნების შესრულებას.
5. აწარმოებს არასრულწლოვნის განვითარების, განათლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მონაწილეობას დაწესებულებაში არსებულ აქტივობებში საჭიროების შემთხვევაში.
6. კოორდინატორი მსჯავრდებულთან ერთად აყალიბებს იდივიდუალური გეგმის მონიტორინგის გეგმას და გეგმავს შესაბამის ინტერვენციებს. კოორდინაციას უწევს მსჯავრდებულის მიღწევებს და სამუშაო გეგმის შესრულების პროცესს.
7. ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული პერიოდის დასრულების შემდეგ, კოორდინატორი ორგანიზებას უკეთებს ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვას.
8. კოორდინატორი ამზადებს რისკების შეფასების დოკუმენტს. რისკების შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას, იგი ვალდებულია მოითხოვოს წერილობითი ანგარიშების მომზადება მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებისგან და უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წერილობით დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
9. კოორდინატორი უზრუნველყოფს როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული გეგმების ან/და მის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესის შესახებ ინფორმაციის შენახვა/დაარქივებას.
10. მსჯავრდებულის სასჯელის ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვამდე, კოორდინატორი შესაძლებლობის ფარგლებში მოიძიებს ინფორმაციას მსჯავრდებულის ოჯახის წევრების ან კანონიერი წარმომამდგენლისა და იმ სოციალური გარემოს შესახებ, რომელშიც არასრულწლოვან მსჯავრდებულს მოუწევს ცხოვრება და მოღვაწეობა დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
11. კოორდინატორი პასუხისმგებელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე.
მუხლი 6🔗. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი
1. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს მსჯავრდებულის განვითარებასა და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის განათლების, განვითარების და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას.
2. სოციალური მუშაკი:
ა) ახორციელებს მსჯავრდებულის შეფასებას, ჩასატარებელი ღონისძიებების დადგენასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას (დანართი №3);
ბ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების და რეკომენდაციების შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მონაწილეობას იღებს რისკების შეფასებაში;
დ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა დოკუმენტების მოწესრიგებას (პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათი, სკოლის დოკუმენტაცია და ა.შ.);
ე) საჭიროების შემთხვევაში ხვდება მსაჯავრდებულის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
3. ფსიქოლოგი:
ა) ახორციელებს მსჯავრდებულთან მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიკაციას, შეფასებას და რეაგირებას (მათ შორის რეფერირებას);
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულის შეფასებას;
გ) ამზადებს დასკვნებს და შესაბამის რეკომენდაციებს (დანართი №4);
დ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური გეგმის განხორციელების პროცესში მსჯავრდებულისათვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნას;
ე) ახორციელებს პრობლემური/კრიზისული სიტუაციების ამოცნობას და შესაბამის რეაგირებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ხვდება მსაჯავრდებულის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს;
ზ) აწარმოებს მსჯავრდებულთან მიმართებაში შესასრულებელი სამუშაოს წერილობით აღწერას და დოკუმენტირებას;
თ) მონაწილეობას იღებს რისკების შეფასებაში,
მუხლი 7🔗. რისკების შეფასება
1. რისკების შეფასების დოკუმენტი (დანართი №5) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც იძლევა მსჯავრდებულის რესოციალიზაციისთვის მზაობისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შესაძლო ალბათობა შეფასების შესაძლებლობას.
2. რისკების შეფასების დოკუმენტი დგება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი – შუალედურად სასჯელის მოხდის პერიოდი და მეორე ეტაპი, მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადებისას. ორ სხვადასხვა ეტაპზე ეს დოკუმენტი შეიცავს სხვადასხვა სახის ინფრომაციას.
3. სასჯელის მოხდის პერიოდში რისკების შეფასების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) მსჯავრდებულის ანკეტური მონაცემები;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილება;
გ) დანაშაულის ხასიათი;
დ) სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დასჯა/წახალისების შესახებ;
ე) მსჯავრდებულის დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ურთიერთობის შესახებ;
ვ) მსჯავრდებულის კრიმინალური სუბკულტურის შესახებ;
ზ) მსჯავრდებულის სასჯელის ინდივიდუალურ დადეგმვაში ჩართულობის შესახებ;
თ) მსჯავრდებულის ოჯახის შესახებ;
ი) განათლების შესახებ;
კ) მსჯავრდებულის ურთიერთობა კოორდინატორთან და სხვა მსჯავრდებულებთან;
ლ) მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ;
მ) მსჯავრდებულის შემოქმედებითი უნარი, სარეაბილიტაციო, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობებში ჩართულობა;
ნ) მსჯავრდებულის წარსულში ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულების შესახებ;
ო) მსჯავრდებულის მოტივაციის შესახებ შიცვალოს ცხოვრების წესი.
4. მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადებისას რისკების შეფასების დოკუმენტი წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში გათავლისწინებული ინფორმაციის გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობის შესახებ, ასევე საცხოვრდებელი ადგილის პირობებისა და გარემოს შესახებ;
ბ) გათავისუფლების შემდეგ საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების ხემისაწვდომობის შესახებ;
გ) მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი სავარაუდო სამუშაოსა და შემოსავლის წყაროს შესახებ;
დ) მსჯავრდებულის ოჯახის, დაწესებულებიდან გათავისუფლებული არასრულწლოვნის მიღების მზაობისა და მოტივაციის შესახებ;
ე) სოციალური გარემოს (უბანი, მეგობრები და ა.შ.) შესახებ, რომელმაც შესაძლებელია არასრულწლოვანზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს;
ვ) წინამდებარე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე განმეორებითი დანაშაული ჩადენის რისკის შეფასების შესახებ.
ზ) ნებისმიერი სახის სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია სასარგებლო იყოს რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენისას.
5. რისკების შეფასების დოკუმენტს, მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებისა და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების (უსაფრთხოების განყოფილება, სპეციალური აღრიცხვის განყოფილება) მიერ მოწოდებული ინფორმაციის/ანგარიშების საფუძველზე ადგენს მსჯავრდებულის კოორდინატორი და ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.
6. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები, აგრეთვე, დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები, ვალდებული არიან კოორდინატორის მოთხოვნის საფუძველზე 5 დღის ვადაში მიაწოდონ მას შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტული მსჯავრდებულის შესახებ.
7. მულტიდისციპლინური საბჭოს წევრები და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების წამომადგენლები, კოორდიანტორისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, ვალდებული არიან მიუთითონ წყარო, მეთოდი ან ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც მოიპოვეს შესაბამისი ინფორმაცია.
8. მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენისას, ინფორმაცია კოორდინატორს უნდა მიაწოდოს დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა.
9. რისკების შესაფასებლად საშეღავათო ვადის (პ.ვ.გ.) მოხდამდე სამი თვით ადრე დაწესებულება უკავშირდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ბიუროს, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა. მიღებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს სამ თვეში ერთხელ. აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამის ადგილობრივ საბჭოს.
მუხლი 8🔗
კოორდინატორს და მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს იდივიდუალური გეგმის შედგენასთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვთ შეხვდნენ, კონკრეტულ მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირებს.