„საპატიო ხულოელის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.01.2012
ძალის დაკარგვა 21.07.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №01
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საპატიო ხულოელის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoLineNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; mso-style-link:"danarti_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.danartixmlChar {mso-style-name:"danarti_xml Char"; mso-style-link:danarti_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt 42.5pt 21.3pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №01
2012 წლის 27 იანვარი
დაბა ხულო
„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს „საპატიო ხულოელის“ წოდება.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „საპატიო ხულოელის“ დიპლომის ფორმა დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „საპატიო ხულოელის“ მოწმობის ფორმა დანართი №3-ის მიხედვით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი №1
„საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
1. ამ წესით განისაზღვრება „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.
2. „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. „საპატიო ხულოელის“ წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. „საპატიო ხულოელის“ წოდება, ხულოელის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თვითმმართველ ერთეულ ხულოს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულ ხულოს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და ხულოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. „საპატიო ხულოელის“ წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.
მუხლი 3🔗
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
მუხლი 4🔗
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინიციატივას თან უნდა ერთოდეს საპატიო ხულოელის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს ხულოელისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
გ) ხულოელის წერილობითი თანხმობა „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭების თაობაზე (გარდაცვლილი პირის შემთხვევაში მემკვდრეობის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობა).
მუხლი 5🔗
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოსცემს განკარგულებას საპატიო ხულოელის წოდების მინიჭების შესახებ.
3. „საპატიო ხულოელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 3 (სამი) პიროვნებას.
მუხლი 6🔗
1. საპატიო ხულოელს, როგორც წესი, ხულოს მუნიციპალიტეტში „შუამთობის“ დღესასწაულზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს), გადაეცემა „საპატიო ხულოელის“ დიპლომი და მოწმობა.
2. საპატიო ხულოელის მონაცემები შეტანილ იქნება საპატიო ხულოელის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7🔗
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო ხულოელის“ წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2. „საპატიო ხულოელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო „საპატიო ხულოელის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.
მუხლი 8🔗
„საპატიო ხულოელის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
დანართი №2
„საპატიო ხულოელის“ დიპლომის ფორმა
ხულოს მუნიციპალიტეტის „საპატიო ხულოელის“ დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია მუნიციპალიტეტის დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი
დიპლომი
------------------------------------------------
სახელი, გვარი
ხულოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა „საპატიო ხულოელის“ წოდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
_________________
(ხელმოწერა)
DIPLOMA
------------------------
Khulo Municipality City Council (Resolution --) is granting Honorary Title of khulo Citizen.
khulo Municipality City Council Chairman
______________
(Signature)
დანართი №3
ხულოს მუნიციპალიტეტის „საპატიო ხულოელის“ მოწმობის ფორმა
„ხულოს მუნიციპალიტეტის „საპატიო ხულოელის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა „საპატიო ხულოელი“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე
საპატიო ხულოელი
ფოტო
მოწმობა
------------------------------------------------
სახელი, გვარი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით
მიენიჭა ხულოს მუნიციპალიტეტის
„საპატიო ხულოელის“ წოდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
-----------------------------
(ხელმოწერა)