ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.01.2012
ძალის დაკარგვა 12.09.2014
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 42.5pt 28.35pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2012 წლის 27 იანვარი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილება (სსმ, №52, 17.11.2010წ.).
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1.
2. სამსახური იყენებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 3🔗
გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაში არსებული კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადება, მართვა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადება, საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ) სამსახურს დაქვემდებარებული დაწესებულებების ზედამხედველობა, ადმინისტრირება და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
ე) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე, სპორტული დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა შემუშავება, მათი განხორცილების უზრუნველყოფა;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული, სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სპორტული ობიექტების, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
ზ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების მომზადების ორგანიზებისათვის ხელის შეწყობა;
თ) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ი) კულტურის, განათლების, სპორტის და ტურიზმის დარგის სტიმულირების სფეროს განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრებს გარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, გრანტებისა და სხვა სახსრების) მოზიდვა;
კ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ბავშვთა (მოსწავლეთა), მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის რეგულირება და საამისოდ სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე, პედაგოგთა (მასწავლებლები, აღმზრდელები) და მოსამსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის ხელის შეწყობა;
ლ) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება;
ნ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
ო) თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაში არსებული კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
პ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში არსებული ეროვნული სიმდიდრის დაცვა, მატერიალურ-კულტურული ძეგლების აღრიცხვა-აღნუსხვა;
ჟ) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
რ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
ს) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ტ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
უ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი მოღვაწეობის სტიმულირების უზრუნველყოფა;
ფ) მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ქ) სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ტურისტულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა, ტურიზმის დარგის სტიმულირების ღინისძიებების განხილვა და პრაქტიკული რეალიზაცია დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗
სამსახურის უფლება-მოვალეობები:
ა) სამსახურის კომპეტენციის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან;
ბ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
გ) მიიღოს მონაწილეობა მის სფეროს მიკუთვნებულ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
დ) მუნიციპალიტატის გამგეობის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები მის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მასშტაბის ფესტივალების, კონკურსებისა და შეჯიბრებების დაარსებაში, კოორდინაცია გაუწიოს მათ ორგანიზებას;
ვ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
ზ) კულტურის, სპორტის, სკოლამდელი აღზრიდის დაწესებულებებისა და სკოლისგარეშე შემოქმედებითი დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) მონაწილეობა მიიღოს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციაში;
ი) სამსახურში არსებულ მდგომარეობაზე გაწეული საქმიანობის შესახებ დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
კ) მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოს საზოგადოების რეგულარული ინფორმირება;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტურიზმის განყოფილება;
ბ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებს შორის და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;
გ) განახორციელებს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) აკონტროლებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და, საჭიროების შემთხვევაში, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს;
ი) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
კ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მოვალეობის დროებით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
თავი IV
სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 7🔗
ტურიზმის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაში არსებული ტურიზმის სფეროს განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას;
ბ) ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებას;
გ) ტურიზმის სფეროში საინფორმაციო ბაზის შექმნას;
დ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებს;
ე) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 8🔗
კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებას და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული, სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სპორტული ობიექტების, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების მომზადების ორგანიზებისათვის ხელის შეწყობა;
ე) საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის დარგის სტიმულირების სფეროს განვითარებისათვის საბიუჯეტო სახსრებს გარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, გრანტებისა და სხვა სახსრების) მოზიდვა;
ზ) მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება.
ი) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინფორმაციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში არსებული ეროვნული სიმდიდრის დაცვა, მატერიალურ-კულტურული ძეგლების აღრიცხვა-აღნუსხვა;
ლ) გამოჩენილი პიროვნების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებულ საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობისათვის და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
მ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
ნ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;
ო) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
თავი VI
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 9🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 10🔗
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მათი საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობანი;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავიანთი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულონ დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სამსახურის სხვა ქონებას.