📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.02.2012
ძალის დაკარგვა 15.01.2019
გამომცემი ორგანო ფულადი გზავნილების სისტემები (გთხოვთ ჩაწეროთ)
ნომერი №26/04
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,855 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2012 მიღება
15.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ნაღდი უცხოური ვალუტა სალაროში
2 დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები არარეზიდენტ ბანკებში
3 გადარიცხული თანხები
4 სხვა გასავალი და ხარჯი**
5 ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს
6 მომსახურე კომერციული ბანკის (ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში (ბანკებში)
7 მისამართი, სადაც პირი განახორციელებს ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ ოპერაციებს
I პირველი განყოფილება ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ახორციელებელი პირის თაობაზე
II მეორე განყოფილება ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ახორციელებელი პირის ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე
1.1 აშშ დოლარი
1.2 ევრო
1.3 რუსული რუბლი
1.4 გირვანქა სტერლინგი
1.1. ლარი
1.2. აშშ დოლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:49.65pt 63.8pt 45.0pt .5in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 45.0pt .5in 1.25in;} div.Section3 {page:Section3;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №26/04 2012 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48 -ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების, 50 -ე მუხლის მე -2, მე-3 და მე -4 პუნქტების და 67 -ე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 9 თებერვლის №17 ბრძანება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“. 3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია პირის საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირად რეგისტრაციის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. გ . ქადაგიძე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ამ წესის მიზანია შექმნას სამართლებრივი მექანიზმი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობისათვის.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა, საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით, ახორციელებს ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურებას; ბ) პასუხისმგებელი პირი – ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების აღრიცხვაზე, ინფორმაციის სისტემატიზაციაზე, ანგარიშგების შედგენასა და დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენაზე; გ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.     მუხლი 3🔗. რეგისტრაციის პირობები 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1) და რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მფლობელი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის რის თაობაზეც რეგისტრაციის დროს ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ. 3. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს. 4. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს და რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მასში შეაქვს ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე. 6. სარეგისტრაციო ფორმაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი წერილობით ინფორმაციას აწვდის ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და/ან შესაბამის სარეგისტრაციო რეესტრში. 7. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ დადგინდა, რომ: ა) სარეგისტრაციო ფორმა შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე ან ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დახვდა სარეგისტრაციო რეესტრში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ვერ მოხერხდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ადგილზე შემოწმება ან აღარ ფუნქციონირებს სარეგისტრაციო რეესტრში მითითებულ მისამართზე; გ) სისტემატურად არღვევს საქართველოს კანომდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს; დ) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობა. 8. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეაქვს სარეგისტრაციო რეესტრში. 9. ამ მუხლის მე -7 პუნქტში მითითებული საფუძვლებით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მფლობელი არ არის უფლებამოსილი საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში. 10. რეგისტრაცია გაუქმდება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს; ბ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან გამოცხადდა გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ. გ) განხორციელდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია; დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.     მუხლი 4🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლება -მოვალეობანი 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს: ა) განახორციელოს ფიზიკური პირების ფულადი გზავნილებით მომსახურება ნებისმიერი სისტემის მეშვეობით; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიიღოს კომუნალური და სხვა სახის გადასახადები და გადასახდელები. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) რეგისტრაციის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინოს „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა“; ბ) შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები; გ) წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველკვარტალური ანგარიშგება №2, №3 და №4 დანართების შესაბამისად, საანგარიშგებო პერიოდის დამთვრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში; დ) ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით; ე) საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №5-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.     მუხლი 5🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ზედამხედველობა 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ზედამხედველობას, ადგილზე პერიოდული შემოწმებით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. შემოწმების პროცესში უნდა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი მონაცემების ნამდვილობა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ა) პირი ახორციელებს თუ არა თითოეული ოპერაციის აღრიცხვას სპეციალური პროგრამული საშუალებით და ინფორმაციის დადგენილი ვადის განმავლობაში შენახვას; ბ) მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, ახდენს თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაციას, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ახდენს თუ არა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში) აღრიცხვას, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასა და მათი ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადაში წარდგენას; დ) განსაზღვრულია თუ არა ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი. დანართი №1 ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სარეგისტრაციო ფორმა I პირველი განყოფილება ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ახორციელებელი პირის თაობაზე 1 საფირმო სახელწოდება 2 იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები 3 სამართლებრივი ფორმა 4 სახელმწიფო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება 5 სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი ან ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი 6 მომსახურე კომერციული ბანკის (ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში (ბანკებში) 7 მისამართი, სადაც პირი განახორციელებს ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ ოპერაციებს II მეორე განყოფილება ინფორმაცია ფულადი გზავნილების განმ ახორციელებელი პირის ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე 1 სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები: 1.1 კომპიუტერული ტექნიკა 1.2 საბეჭდი საშუალება 1.3 ასლგადამღები საშუალება 1.4 სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვადასტურებ ინფორმაციის უტყუარობას. ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი   _________________________________ ხელმოწერა __________________________________ სარეგისტრაციო ფორმის საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი: დანართი №2 ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ანგარიშგება პირის დასახელება და მისამართი: საანგარიშო პერიოდი თვე წელი ანგარიშის წარდგენის თარიღი ტელეფონი 1 ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის 1.1. ლარი 1.2. აშშ დოლარი 1.3. ევრო 1.4. რუსული რუბლი 1.5. 2 ჩარიცხული თანხები სხვა შემოსავალი* 2.1. ლარი 2.2. აშშ დოლარი 2.3. ევრო 2.4. რუსული რუბლი 2.5. 3 გადარიცხული თანხები 1.1. ლარი 1.2. აშშ დოლარი 1.3. ევრო 1.4. რუსული რუბლი 1.5. 4 სხვა გასავალი და ხარჯი** 1.1. იჯარის ქირა 1.2. კომუნალური გადასახადები 1.3. საკომუნიკაციო ხარჯები 1.4. ბიუჯეტში გადახდილი თნხები 1.5. სხვა გასავალი 5 ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს 1.1. ლარი 1.2. აშშ დოლარი 1.3. ევრო 1.4. რუსული რუბლი 1.5. შენიშვნა: * მიღებული თანხების გარდა აღირიცხება სხვა ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება. ** იანგარიშება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა დანართი №3 ანგარიშგება ნაღდი ფულისა და დეპოზიტების შესახებ პირის დასახელება და მისამართი: საანგარიშო პერიოდი ______თვე _____ წელი ანგარიშის წარდგენის თარიღი ტელეფონი……………….. (ორიგინალურ ვალუტაში) 1 ნაღდი უცხოური ვალუტა სალაროში ნაშთი პერიოდის დასაწყისში ნაშთი პერიოდის ბოლოს 1.1 აშშ დოლარი 1.2 ევრო 1.3 რუსული რუბლი 1.4 გირვანქა სტერლინგი 1.5 სხვა(მიუთითეთ) 1.6 სხვა(მიუთითეთ) 2 დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები არარეზიდენტ ბანკებში 1.1 აშშ დოლარი 1.2 ევრო 1.3 რუსული რუბლი 1.4 გირვანქა სტერლინგი 1.5 სხვა(მიუთითეთ) 1.6 სხვა(მიუთითეთ) დანართი №4 ათასი აშშ დოლარი   ვალუტის გამომგზავნი (მიმღები) ქვეყნის დასახელება (გთხოვთ ჩაწეროთ) ფულადი გზავნილების სისტემები (გთხოვთ ჩაწეროთ)   ______________ ______________ ______________ ______________ ______________   ჩარიც ხული თანხა გადარიცხული თანხა ჩარიცხული თანხა გადარიც ხული თანხა ჩარიცხული თანხა გადარიც ხული თანხა ჩარიც ხული თანხა გადარიც ხული თანხა ჩარიც ხული თანხა გადარიცხული თანხა   სულ 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 ანგარიშზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა დანართი №5 ქალაქი –––––––––––––                                                                  „–––––” „–––––––––” 20 წ. ც ნ ო ბ ა საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შესახებ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დასახელება –––––––––––––––––––––– პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------- შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------               (პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი ------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------       საბუთის მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------       ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება ვალუტის დასახელება ნომინალი გამოშვების წელი სერია, ნომერი პასუხისმგებელი პირის                                                    საეჭვო ფულის ხელმოწერა:                                                                       შემომტანის ხელმოწერა: ექსპერტიზის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ექსპერტის ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.