ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №27/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის |
| 2 | შემოსავალი |
| 3 | გასავალი |
| 4 | სხვა გასავალი და ხარჯი** |
| 5 | ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს |
| I | პირველი განყოფილება ინფორმაცია დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის თაობაზე |
| II | მეორე განყოფილება ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე (მონიშნეთ შესაბამისი კვადრატი) |
| ა) | ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება |
| ბ) | კომპიუტერული ტექნიკა |
| გ) | ვალუტის ყიდვა–გაყიდვის იპერაციების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა |
| დ) | საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი |
| ე) | ვიდეომეთვალყურეობის სისტემა |
| 1.1. | ლარი |
| 1.2. | აშშ დოლარი |
| 1.3. | ევრო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 31.12.2007
დოკუმენტის ტექსტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:35.4pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Char, li.Char, div.Char { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; }
p.Char0, li.Char0, div.Char0 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.HeaderChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 49.65pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .75in 81.0pt;}
div.Section2 {page:Section2;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №27/04
2012 წლის
7 თებერვალი
ქ. თბილისი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე
-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე
-2, მე
-3 და მე
-4 პუნქტების და 67
-ე მუხლის მე
-4 და მე
-5 პუნქტების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანება.
3. 2012 წლის 1 მაისიდან ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომელთაც ამ ბრძანების შესაბამისად აქვთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან ერთად უნდა უზრუნველყონ თვალსაჩინო ადგილას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება.
4. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ
. ქადაგიძე
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.
2. მეწარმე სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) უფლებამოსილია განახორციელოს ნაღდი ფულით გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, მხოლოდ ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 2🔗. რეგისტრაციის პირობები
1. დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1) აგზავნის ან უშუალოდ აბარებს ეროვნულ ბანკში. გაგზავნის თარიღად ჩაითვლება საფოსტო ორგანიზაციის მიერ კონვერტზე დასმული თარიღი, ხოლო უშუალოდ ეროვნულ ბანკში ჩაბარების შემთხვევაში – სარეგისტრაციო ფორმაზე დასმულ შტამპზე აღნიშნული თარიღი. შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას თან უნდა დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. დაინტერესებულმა მეწარმე სუბიექტებმა, რომელთაც სურთ განათავსონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე უნდა წარმოადგინონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი.
2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეუძლებელია საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკის დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის თაობაზე.
3. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: გააჩნია ყალბი ფულის ამომცნობი საშუალება, კომპიუტერი, შესაბამისი საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებები, ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი, აგრეთვე, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად.
4. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა უნდა პასუხობდეს ამ წესითა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. დაინტერესებულმა მეწარმე სუბიექტებმა თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის მიზნით ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო ფორმის წარდგენამდე უნდა უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა.
7. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.
8. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ან/და მეწარმე სუბიექტს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელი განლაგებულია ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით, არა უმეტეს 10 მეტრის დაშორებით, მაშინ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილია, შემოწმების ობიექტებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაამონტაჟოს გარე ვიდეომეთვალყურეობის საერთო სისტემა.
9. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში.
10. მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, თუ თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია არ აღემატება 2000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).
11. თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია აღემატება 2000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), სასტუმროს მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
12. პირს ეკრძალება იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის და ვალდებულია რეგისტრაციისას წარმოადგინოს ცნობა ნასამართლოების შესახებ.
მუხლი 3🔗. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე
1. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს.
2. თუ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში – ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული მეწარმე სუბიექტისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
3. ეროვნული ბანკი აწარმოებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრს და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე.
4. სარეგისტრაციო ფორმაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წერილობით ინფორმაციას აწვდის ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
-სამართლებრივ აქტში და/ან შესაბამის სარეგისტრაციო რეესტში.
5. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო ფორმა სრულყოფილადაა შევსებული და დაცულია ამ წესის მე
-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ინფორმაციას აწვდის სარეგისტრაციო ფორმის წარმომდგენ პირს.
მუხლი 4🔗. რეგისტრაციის გაუქმება
1. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ:
ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნული ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;
ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში) გარდაიცვალა ან გამოცხადდა გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან ქმედუუნაროდ;
გ) განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია;
დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;
ე) დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ფორმა შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე;
ვ) ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ამ წესის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მივლინებული ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე;
ზ) ეროვნული ბანკის შემმოწმებელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფებამოსილი თანამშრომელი არ დახვდა მითითებულ მისამართზე ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
არ მოიძებნა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სარეგისტრაციო რეესტრში მითითებულ მისამართზე;
თ) არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს.
ი) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა.
2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეაქვს სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის პუნქტის მფლობელი მეწარმე სუბიექტი არ არის უფლებამოსილი ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში.
4. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უგზავნის წერილობით მითითებას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელ მეწარმე სუბიექტს შემოწმების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხოლო ამ წერილობითი მითითების ერთი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უუქმებს მას რეგისტრაციას. ამასთან, წერილობითი მითითების ფოსტით დაბრუნების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაიცვას ზემოაღნიშნული ერთთვიანი ვადა და გააუქმოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია აღნიშნულ მისმართზე;
მუხლი 5🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლება-მოვალეობანი
1. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, ასევე, კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულების შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) კონკრეტული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსი დაადგინოს მასზე მოთხოვნა-მიწოდებისა და ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე ჩამოყალიბებული კურსის გათვალისწინებით.
2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია:
ა) რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინოს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“;
ბ) შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები;
გ) შეავსოს ქვითარი (დანართი №3), რომლის ერთი პირიუნდა გადასცეს კლიენტს, მეორე კი შეინახოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ქვითარში საიდენტიფიკაცი მონაცემების მითითება სავალდებულოა მხოლოდ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) უზრუნველყოს დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებული ციფრული მონაცემთა ბაზის დაარქივება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით უსაფრთხოდ შენახვა;
ე) დანართი №2–ის შესაბამისად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ელექტრონული და მატერიალიზებული (დოკუმენტური) სახით კვარტალური ანგარიშგება (შემდგომში – ანგარიშგება), კვარტალის დამთვრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალიზებულ ფორმას. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ მისამართზე valuta@nbg.gov.ge
და წარდგენილის ანგარიშგება მომზადებული უნდა იყოს MSExcel-ის ფორმატში;
ვ) ვალუტის ყიდვა–გაყიდვის მომსახურების გაწევისას დაიცვას „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III1 თავის მოთხოვნები
;
ზ) ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით
;
თ) საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა კლიენტს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს.
მუხლი
6🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება
1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ადგილზე შემოწმებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. შესამოწმებლად მივლინებულმა ეროვნული ბანკის თანამშრომელმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტი და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სამსახურებრივი მოწმობა.
2. ადგილზე შემოწმების პროცესში უნდა დადგინდეს ეროვნულ ბანკში წარდგენილ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი მონაცემების შესაბამისობა არსებულთან და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.
3. ადგილზე შემოწმებისას, ეროვნული ბანკის მიერ მივლინებული თანამშრომელი ადგენს დასკვნას, რომლის ერთი პირი, მასზე სათანადო ხელმოწერების გაფორმების შემდეგ, გადაეცემა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს.
დანართი №1
სარეგისტრაციო ფორმა
I
პირველი განყოფილება
ინფორმაცია დაინტერესებული მეწარმე სუბიექტის თაობაზე
1
საფირმო სახელწოდება
2
იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები
3
სამართლებრივი ფორმა
4
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და/ან პირადი ნომერი ფიზიკური პირის შემთხვევაში.
5
მომსახურე კომერციული ბანკის(ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში(ბანკებში)
II
მეორე განყოფილება
ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი
ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე
(მონიშნეთ შესაბამისი კვადრატი)
პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები:
ა)
ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება
□
ბ)
კომპიუტერული ტექნიკა
□
გ)
ვალუტის ყიდვა–გაყიდვის იპერაციების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა
□
დ)
საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი
□
ე)
ვიდეომეთვალყურეობის სისტემა
□
(უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)
ვადასტურებ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი ინფორმაციის უტყუარობას. ვადასტურებ
, რომ გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს
დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი __________________________________
(უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ხელმოწერა)
ვადასტურებ
, რომ გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს
მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------------
(მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმებელი პირის სახელი და გვარი, ხელმოწერა)
სარეგისტრაციო ფორმის ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:
დანართი №2
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ანგარიშგება
პუნქტის დასახელება და მისამართი:
სარეგისტრაციო ნომერი:
საანგარიშგებო პერიოდი
თვე
წელი
201___
ანგარიშგების წარდგენის თარიღი
ტელეფონი
1
ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის
1.1.
ლარი
1.2.
აშშ დოლარი
1.3.
ევრო
1.4.
რუსული რუბლი
1.5.
2
შემოსავალი
სხვა შემოსავალი*
2.1.
ლარი
2.2.
აშშ დოლარი
2.3.
ევრო
2.4.
რუსული რუბლი
2.5.
3
გასავალი
1.1.
ლარი
1.2.
აშშ დოლარი
1.3.
ევრო
1.4.
რუსული რუბლი
1.5.
4
სხვა გასავალი და ხარჯი**
1.1.
იჯარის ქირა
1.2.
კომუნალური გადასახადები
1.3.
საკომუნიკაციო ხარჯები
1.4.
ბიუჯეტში გადახდილი თნხები
1.5.
სხვა გასავალი
5
ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს
1.1.
ლარი
1.2.
აშშ დოლარი
1.3.
ევრო
1.4.
რუსული რუბლი
1.5.
შენიშვნა:
*
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხების გარდა აღირიცხება სხვა ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება.
**
იანგარიშება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
დანართი №3
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება და მისამართი
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი №
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითარი №
სახელი
სახელი
გვარი
გვარი
მისამართი
მისამართი
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის №
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის №
პირადი №
პირადი №
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი
პირადობის დამადასტ. დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი
შემოსული ვალუტის დასახელება
თანხა
შემოსული ვალუტის დასახელება
თანხა
გადაცვლის კურსი
გადაცვლის კურსი
გასული ვალუტის დასახელება
თანხა
გასული ვალუტის დასახელება
თანხა
ოპერაციის განხორციელების თარიღი
ოპერაციის განხორციელების თარიღი
ოპერაციის განხორციელების დრო
ოპერაციის განხორციელების დრო
კლიენტის ხელმოწერა
კლიენტის ხელმოწერა
ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა
ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა
დანართი №4
ქალაქი ––––––––––––– „–––––” „–––––––––” 20 წ
.
ც ნ ო ბ ა
საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შესახებ
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------
შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------------
(პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი
------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------
საბუთის მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------
ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება
ვალუტის დასახელება
ნომინალი
გამოშვების წელი
სერია, ნომერი
პასუხისმგებელი პირის საეჭვო ფულის
ხელმოწერა: შემომტანის ხელმოწერა:
ექსპერტიზის დასკვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ექსპერტის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.