მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2012
ძალის დაკარგვა 05.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №33/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,497 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2012 მიღება
05.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საფირმო სახელწოდება და სამართლებ რივი ფორმა
ვალუტის დასახელება ნომინალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება № 3 3/04 2012 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები თანდართულ დანართთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 12 სექტემბრის № 248 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც ბრძანების შესაბამისად აქვთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება. 4. 2012 წლის 1 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომელთაც დამონტაჟებული აქვთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა უზრუნველყონ თვალსაჩინო ადგილას ვიდეომეთვალყურეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება. 5. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია დაინტერესებული მეწარმე სუბიექტების საქართველოს ეროვნული ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. გ. ქადაგიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მისო) საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის წესსა და პირობებს. 2. იურიდიული პირს მისოს სტატუსით საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ. 3. ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციას, რომლის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახეობა და საფირმო სახელწოდება შეესაბამება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. მისოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია 1. მისოს რეგისტრაცია ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტების ეროვნულ ბანკში წარდგენის საფუძველზე. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) საფირმო სახელწოდების შესახებ;  ბ) სამართლებრივი ფორმის შესახებ; გ) იურიდიული მისამართის შესახებ; დ) ფულადი ფორმით განაღდებული კაპიტალის ოდენობის შესახებ. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) რეგისტრირებული წესდების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კაპიტალის სრული ოდენობით შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მისი თავმჯდომარის არჩევისა და დირექტორების დანიშვნის თაობაზე; ე) ცნობა დირექტორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლეობის შესახებ; ვ) დირექტორების ხელწერილი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაფერისობის კრიტერიუმებთან მათი შესაბამისობის თაობაზე; ზ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის, ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება მისო; თ) ინფორმაცია დირექტორთა განათლებისა ან/და გამოცდილების შესახებ. 4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი , თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 5. დირექტორის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 6. დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 15 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს მისოს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ერთი პირი ეგზავნება განმცხადებელს. 7. თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს განუსაზღვრავს 30 - დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული იურიდიული პირისათვის მისოდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. 8. რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობოთ გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება მისოს საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. 9. ეროვნული ბანკი მისოს რეგისტრაციის თაობაზე აწარმოებს ელექტრონულ რეესტრს, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია მისოს საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ნომრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების სახელებისა და გვარების თაობაზე. რეესტრში აგრეთვე მიეთითება რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნომერი და მისი მიღების თარიღი, აგრეთვე რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი. 10. თბილისის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, გორის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, სამტრედიის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული მისო, ვალდებულია უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს № 1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში , თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მისოს რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს მისოს შიგნით და გარეპერიმტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა მისოს შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. 12. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო მისო ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, მისო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მისომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. მუხლი 3🔗. ცვლილებების რეგისტრაცია 1. მისოს საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილებების შემთხვევაში, მისო ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს მისოს რეგისტრაციის რეესტრში ან/და მისოს რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში. მუხლი 4🔗. მისოს რეგისტრაციის გაუქმება 1. მისოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი. 2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) მისოს წამომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად დეპოზიტების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე; დ) თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ მისო არღვევს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს; ე) მისოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღება; ვ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა; ზ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. მუხლი 5🔗. მისოს ვალდებულება საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენასთან დაკავშირებით 1. ნაღდი ფულადი ოპერაციების განხორციელებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და დირექტივებით. 2. საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ცნობა (დანართ №2-ის შესაბამისად ) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი – ეძლევა კლიენტს, მეორე – რჩება სალაროს, მესამე – ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 10 დღის განმავლობაში ატყობინებს მისოს. ექსპერტიზის შედეგად ნამდვილი და გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება კლიენტს, ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება შემომტანს. დანართი №1 რეესტრი ეროვნულ ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის თაობაზე № საფირმო სახელწოდება და სამართლებ რივი ფორმა ფულადი ფორმით განაღდებული კაპიტალი რეგისტრაციის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იურიდიული მისამართლი საკონტაქტო ნომრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელები და გვარები დირექტორების სახელები და გვარები რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი № თარიღი № თარიღი დანართი № 2 ქალაქი ––––––––––––– „–––––” „–––––––––” 20 წ . ც ნ ო ბ ა საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------- შემომტანი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------- (პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი ------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------- საბუთის მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------- ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება ვალუტის დასახელება ნომინალი გამოშვების წელი სერია, ნომერი პასუხისმგებელი პირის                   საეჭვო ფულის ხელმოწერა:                            შემომტანის ხელმოწერა:  ექსპერტიზის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ექსპერტის ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– * იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.