⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.12.2013)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 08.02.2012
ძალის დაკარგვა 06.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №35/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,486 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2012 მიღება
06.12.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } span.abzacixmlChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .25in 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №35/ნ 2012 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . დ . შაშკინი დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს .     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ს (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებე ნ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით . თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗 დეპარტამენტის ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება; ვ ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ზ ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა; თ) საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება, საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ი ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; კ ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა; ლ ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; მ) სამინისტროსათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში კონსულტაციის გაწევა; ნ) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ო) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად; პ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ჟ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; რ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ს) ინკლუზიური განათლების  ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა; ტ) სკოლების, რომლებიც სპეციალიზებულია განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების მიმართულებით, მეთოდოლოგიური განვითარება; უ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; ფ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები     მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4 . დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის უფროს ს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.     მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მთავარი სპეციალისტი ბ) უფროსი სპეციალისტი; გ) სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება მიღებულ იქნე ს შტატგარეშე მოსამსახურე. 3 . დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4 . დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს  კანონმდებლობით. 5 . დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 10🔗 დ ეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პროფესიული განათლების განვითარების სამმართველო; ბ)ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. თავი IV დეპარტამენტის სამმართველოების ამოცანები     მუხლი 11🔗 პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება,  განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე პროექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება; ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ზ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალიბებაში  მონაწილეობა; თ) საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება, საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ი) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; კ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნაში მონაწილეობა; ლ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებე ბი ს განხორციელება.     მუხლი 12🔗 ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ძირითადი  ფუნქციები და ამოცანებია: ა) ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) ინკლუზიური განათლების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მოდელის შესაბამისად; გ) ინკლუზიური განათლების განვითარების სფეროში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; დ) ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში,  ინკლუზიური განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია; ვ) ინკლუზიური განათლების  ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა; ზ) სკოლების, რომლებიც სპეციალიზებულია განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების მიმართულებით, მეთოდოლოგიური განვითარება; თ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; ი) სამინისტროსათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში კონსულტაციის გაწევა; კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებე ბი ს განხორციელება.