სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2012
ძალის დაკარგვა 01.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 09.02.2021
- „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №101 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.11.2012
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №101
2012 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის
№614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“.
მუხლი 2🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი
. მერაბიშვილი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.
მუხლი 2🔗. სპეციალური პროგრამები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალურ პროგრამას გაივლიან აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი არა აქვთ სპეციალური პროფესიული მომზადება.
3. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
მუხლი 3🔗. განცხადების წარდგენა
1. სამინისტროში დასანიშნმა კანდიდატმა (სამინისტროში მისაღებმა პირმა) დადგენილი ფორმის განცხადება (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში, რომელშიც მას სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი საკადრო დანაყოფი (შემდგომში – შესაბამის საკადრო დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი საკადრო დანაყოფი არ არსებობს, მაშინ – სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოში (შემდგომში – სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო). განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
2. სამინისტროს შესაბამის დანაყოფში კანდიდატების განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10–დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას.
მუხლი 4🔗. განცხადების (აპლიკაციის) განხილვა
1. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან შესაბამისი საკადრო დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.
3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას.
მუხლი 5🔗. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა აკადემიის ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია – ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ.
3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია.
4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოსთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან.
2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი.
3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე.
4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს.
7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე.
8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
მუხლი 7🔗. კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები. საპატრულო პოლიციაში მისაღებმა კანდიდატებმა აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური).
4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო – თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის ან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებში დანიშვნის საკითხი;
ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საკადრო დანაყოფი – თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი.
6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებით.
7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო, ხოლო სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.
მუხლი 8🔗. აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას.
3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით.
4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში.
5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ.
მუხლი 9🔗. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის პირველი მოადგილის ან შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.
3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ.
თავი III
ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
მუხლი 10🔗. ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვა
1. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევას უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოები.
2. შესარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მეხანძრე
-მაშველისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
3. კანდიდატთა შერჩევა შეიძლება განხორციელდეს აკადემიასა და შესაბამის დაინტერესებულ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ამ წესით განსაზღვრული ტესტირება ან/და გასაუბრება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ჩაირიცხებიან მსმენელებად აკადემიაში. აკადემიაში სწავლების წესი და პირობები, მათ შორის, კანდიდატთა ხელახლა წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
თავი I
V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებანი
სპეციალური პროგრამა გავლილად ეთვლება სამინისტროში მისაღებ პირს და სამინისტროს მოსამსახურეს, რომელმაც ამ წესის ამოქმედებამდე გაიარა:
ა) პატრულ
-ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
ბ) უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;
გ) დეტექტივ
-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მომზადების კურსი;
დ) მეხანძრე
-მაშველთა მომზადების კურსი ან გააჩნია მაშველის შესაბამისი სერტიფიკატი.