კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/41
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/41

2012 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართებში მითითებული ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

ნ. რურუა                    

დანართი

ფოტო

სახელწოდება

ადგილმდებარეობა/ მისამართი

სახეობა

თარიღი

 

სარაჯიშვილების საცხოვრებელი სახ ლის კომპლექსი

(საცხოვრებელი სახლი, მარანი, მაცივარი)

გურჯაანის მუნიც.

სოფ. ბაკურციხე

 

არქიტექ-ტურის

XIX ს.