განჩინება შპს ”ხიმინჯი”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1816-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 3 თებერვალი                                             

 ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ხიმინჯის“ (ს/კ 205143334) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ხიმინჯის“ ერთადერთმა და ამასთან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და სასამართლოს წარედგინა მასსა და შპს „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველ ვახტანგ კეკელიძეს შორის 2011 წლის 29 და 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც ადასტურებს სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის სამეურვეო ქონების ნატურით მიღება-გადაცემის ფაქტს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განმარტავს იმ სავალდებულო პროცედურის არსს, რომლის განხორციელებითაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და ის გასაცნობად წარედგინება კრედიტორებსა და სასამართლოს. ი მა ვე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. თუ გავითვალისწინებთ კანონის იმ დანაწესსაც, რომელიც ადგენს სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემის გზით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას (იხ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტი), ცხადი ხდება, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ერთ-ერთი საფუძველია კრედიტორთა მხრიდან სამეურვეო ქონების ნატურით მიღება. შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ამ შემთხვევაშიც ვალდებულია სასამართლოს და კრედიტორების წინაშე წარსდგეს გაკოტრების ანგარიშით და მისი ანალიზის შედეგად გამოვლენილ სათანადო საფუძველთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს სასამართლოს მხრიდან გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ყოველივეს გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის გაკოტრების ანგარიშის განხილვის თაობაზე მოწვეული უნდა იქნ ე ს კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმ ის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ე ს  შპს „ხიმინჯის“ (ს/კ 205143334) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის მიერ შედგენილი გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.

2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2012 წლის 22 თებერვალი, 11 (თერთმეტი) საათი და 30 (ოცდაათი) წუთი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე – ქ. თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.

3. შპს „ხიმინჯის“ გაკოტრების მმართველს ვახტანგ კეკელიძეს დაევალოს კრედიტორისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2012 წლის 14 თებერვლისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                ბ. სისვაძე