შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 16.12.2010
ძალაში შესვლა 25.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2012
matsne.gov.ge 760 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2010 მიღება
25.01.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის                                        სახელით ხელმოწერილია ხორვატიის რესპუბლიკის                                       მთავრობის სახელით ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი): – სურთ რა განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ხელი შეუწყონ და განავითარონ თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები კულტურის სფეროში; – გამოხატავენ რა ინტერესს, რომ განავითარონ და განამტკიცონ კულტურის სფეროში თანამშრომლობა თანასწორუფლებიანობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთდახმარების საფუძველზე; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების ყველა სფეროში, მეორე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის თანამედროვე მიღწევების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით. ასევე, ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის კულტურის ორგანიზაციებსა და ხელოვანებს შორის თანამშრომლობასა და კულტურული პროექტების გაცვლას.     მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ სხვადასხვა სახის თანამშრომლობას ლიტერატურისა და თარგმანის, მუსიკის, თეატრალური წარმოდგენებისა და ვიზუალური ხელოვნების, ასევე კინოხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროებში. მხარეები ხელს შეუწყობენ ექსპერტების, ხელოვანების, ანსამბლების, ასევე ხელოვნებისა და სხვა გამოფენების გაცვლას. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას ორი ქვეყნის კულტურული ცხოვრების, ასევე საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ.     მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის კულტურის ორგანიზაციების, ასოციაციებისა და კერძო პირების პირდაპირ კონტაქტს და გაცვლას. მხარეები ხელს შეუწყობენ ცენტრალური ბიბლიოთეკებისა და არქივების, მუზეუმების, ხელოვნების გალერეებისა და საკონცერტო დარბაზების, ასევე ხელოვანთა და პროფესიონალთა ასოციაციების თანამშრომლობას.     მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ექსპერტების თანამშრომლობას და გაცვლას. მხარეების შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ კულტურული მემკვიდრეობის არალეგალური ექსპორტ-იმპორტის თავიდან აცილების საკითხებზე.     მუხლი 5🔗 მხარეები დაიცავენ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს თავიანთი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების, სადაც ისინი მხარეებს წარმოადგენენ, საფუძველზე.     მუხლი 6🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ და განახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.     მუხლი 7🔗 ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს თანამშრომლობის სხვა ფორმებს, რომლებიც არ არის ამ შეთანხმებით გათვალისწინებული, თუმცა შესაბამისობაშია მის მიზნებთან.     მუხლი 8🔗 შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს წარმოადგენენ: – საქართველოში: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; – ხორვატიის რესპუბლიკაში: ხორვატიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით თითოეული მხარის შესაბამის უწყებებს შეუძლია ცალკეული პროგრამებისა და კულტურული თანამშრომლობის შესახებ ოქმის შემუშავება.     მუხლი 9🔗 საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველ აბზაცში მოცემული პირობების თანახმად.     მუხლი 10🔗  მოცემული შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღების დღიდან.  წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი 5 (ხუთი) წლით. თითოეულ მხარეს შეუძლია, წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი განზრახვა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების მოქმედება წყდება ერთ-ერთი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.  წინამდებარე შეთანხმება არ იმოქმედებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის ან გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობაზე, მის დასრულებამდე. შესრულებულია ქ. ზაგრეგში 2010 წლის 16 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ხორვატულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.          საქართველოს მთავრობის                                        სახელით ხელმოწერილია        ხორვატიის რესპუბლიკის                                       მთავრობის სახელით ხელმოწერილია