„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №21-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.138.016062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის  09  თებერვალი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20  ივლისის №21-ე  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20  ივლისის №21  დადგენილებაში (სსმ V, №3, 30.07.10წ., მუხ.29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.”.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.”

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს  ხელმძღვანელი

1. თვითმმართველი ერთეულის ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომში-რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინ ური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. რწმუნებულის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.”

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ” ქვეპუნქტი:

,,ზ)  სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.”

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობა.”

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა)  ქ. ახალციხის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ახალციხე)

ბ) ქ. ვალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი  ვალე);

გ) აწყურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აწყური, ტყემლანა, თისელი );

დ) აგარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აგარა, საყუნეთი, ზიკილია,  წინუბანი, გურკელი);

ე) ფერსის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფერსა გიორგიწმინდა მუგარეთი);

ვ)  კლდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კლდე, წნისი);

ზ) სვირის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სვირი ბოგა ტატანისი);

თ) ელიაწმინდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ელიაწმინდა, ჭვინთა, ანი, );

ი) წყრუთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წყრუთი, წირა, მიქელწმინდა);

კ) სხვილისის  ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სხვილისი, ზემო სხვილისი, ივლიტა);

ლ) წყალთბილის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წყალთბილა, ნაოხრები, აბათხევი, წინუბანი, ჯულღა);

მ) პამაჯის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, ორალი, ყულალისი);

ნ) საძელის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საძელი, ხაკი);

ო) მინაძის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მინაძე, ჭაჭარაქი, ღრელი);

პ) ურავლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ურაველი, მუსხი, წყორძა, ხეოთი);

ჟ) ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: ანდრიაწმინდა ანდა).

3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                მ.  გიქოშვილი