განჩინება შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2012 წლი ს 6 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: მოვალე – შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისი“
წარმომადგენელი: რო ლ ა ნ დ სულავა (დირექტორი);
მოთხოვნა: გაკოტრ ე ბის საქმის წარმოების გახსნა;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილ ი სის საქალაქო სასამართლოს სამოქალ ა ქო საქმეთა კოლგიას 2010 წლის 24 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ დირექტორმა როლანდ სულავამ და ითხოვა აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალ ა ქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრ ე ბის მმართველად დაინიშნა ვახტანგ კეკელიძე.
2012 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალ ა ქო სასამართლოში შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა 2012 წლის 31 იანვრის შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ გაკოტრ ე ბის მმართველის სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულება მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნას კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნ ე ს საკითხი: შპს „3 მ ჯორჯია ავტოსერვისის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრ ე ბის საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრ ე ბის მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნ ე ს 2012 წლის 22 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29).
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი