„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 10
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 ოქტომბრის №39 დადგენილების (სსმ ,41 ,/21/10/2010წ. 040090000.35.152.016003) პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარებში) | |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 | |
| 2 | გამგებელი | 2360 | |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 | |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 | |
| 5 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 | |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ,საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 | |
| 7 | თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | ათას მოსახლემდე |
600
|
| ათას მოსახლეზე მეტი | 700 | ||
| 8 | განყოფილების უფროსი | 500 | |
| 9 | გამგებლის თანაშემწე | 450 | |
| 10 | მთავარი სპეციალისტი | 420 | |
| 11 | წამყვანი სპეციალისტი | 380 | |
| 12 | უფროსი სპეციალისტი | 350 | |
| 13 | სპეციალისტი | 250 | |
|
| სახანძრო-სამაშველო სამსახური |
| |
| 15 | სამსახურის უფროსი | 700 | |
| 16 | ინსპექტორი (მოადგილე) | 460 | |
| 17 | რაზმის უფროსი | 312 | |
| 18 | მეხანძრე | 300 | |
| 19 | დისპეჩერი | 190 | |
| 20 | მძღოლი | 282 | |
| 21 | დამლაგებელი | 180.“ | |
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი