განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12584-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 26 იანვარი                  

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ორიონიის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ორიონის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება.

2012 წლის 12 და 23 იანვარს, შპს ,,ორიონის“ კრედიტორთა კრებაზე შემოწმებული იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები, ხოლო 2012 წლის 26 იანვრის კრედიტორთა კრებაზე განისაზღვრა მეურვის გასამრჯელო. შპს ,,ორიონის“ კრედიტორთა კრება გადაიდო 2012 წლის 28 თებერვალს 13:00 საათზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ორიონის“ კრედიტორთა კრება 2012 წლის 28 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №21 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე               ე. ცისკარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2012.
როდის იქნა მიღებული „განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 26.01.2012. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/12584-11.
სად არის „განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება შ.პ.ს. ,,ორიონი“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/12584-11, 26.01.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1584641/