აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2012
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 280070120.32.061.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2012
matsne.gov.ge 1,582 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Основной текст1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 37.3pt 35.95pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №5 2012 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“. 2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა (კ. სალია), კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ. შეროზია). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე       გ. ბარამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების მიერ იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები’’ (შემდგომში – კომისია) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1. ამ წესის მიზნებისათვის ერთჯერადი დახმარება არის ფულადი გასაცემელი, რომლის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე განსაზღვრულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონით. 2. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევათ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიას მიკუთვნებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს (ოჯახებს).     მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია  1. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელმა პირებმა (ოჯახებმა) განცხადებით უნდა მიმართონ კომისიებს და წარუდგინონ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით: ა) I ჯგუფის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ა.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი) ან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი); ა.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი).  ბ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ბ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი); ბ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი). გ) მარჩენალდაკარგულებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: გ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); გ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი), გ.დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ.ე) საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი); გ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი), თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის ერთ წევრზე. დ) ომში დაღუპულთა ოჯახზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილ უნდა იქნეს: დ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); დ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი); დ.დ) ომში დაღუპულის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ.ე) საჭიროების შემთხვევაში ომში დაღუპულის ქორწინების ან/და დაბადების მოწმობა (ასლი); დ.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ს.ს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი), თანხა გაიცემა დაღუპულის ოჯახის ერთ წევრზე. ე) დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ე.ა) ობოლი ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); ე.ბ) ობოლი ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი); ე.გ) მეურვის პირადობის მოწმობა (ასლი); ე.დ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის დევნილის მოწმობა (ასლი); ე.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ე.ვ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). ვ) ოთხი და მეტი არასრულწლოვანშვილიან ოჯახებზე – ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვ.ა) მშობლების პირადობის მოწმობები (ასლი); ვ.ბ) განმცხადებლის (მშობლის) დევნილის მოწმობა (ასლი); ვ.გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); ვ.დ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) ლიბერთი (ყოფილი სახალხო) ბანკის პლასტიკური ბარათი (ასლი). ზ) 100 წელს გადაცილებულებზე – ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: ზ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ზ.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა (ასლი); ზ.გ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი). თ) უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით – წარმოდგენილი უნდა იქნეს: თ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან დაბადების მოწმობა (ასლი); თ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი); თ.გ) სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა (ასლი); თ.დ) მშობლების (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი და დევნილის (არსებობის შემთხვევაში) მოწმობები (ასლი); თ.ე) განმცხადებლის (ბენეფიციარის) სს ,,ლიბერთი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი (ასლი). ი) სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიის გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა, პროგრამის მოცულობის 10%-ის ფარგლებში – კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების იურიდიულ მისამართებზე. 2. ერთჯერადი დახმარების მიღების მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი, მამის სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაბადების თარიღი და ადგილი, დროებითი მისამართი, საოჯახო ნომერი, შესაბამისი კატეგორია, დევნილის პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი და ზონარგაყრილი, დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ბეჭდით. 4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, მამის სახელი, მუდმივი და დროებითი მისამართი, პირადი და დევნილის ნომერი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 5. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირზე (ოჯახზე) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა.     მუხლი 5🔗. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის რეგლამენტი 1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე ყოველი თვის პირველ სამუშაო კვირას. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. 6. კომისიის თავმჯდომარე: ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კომისია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ინფორმაციას გაცემული დახმარების შესახებ. 7. კომისია სათანადო მასალების განხილვის შედეგად იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში.     მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.