რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.02.2012
ძალის დაკარგვა 31.12.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.061.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2012 წლის
10 თებერვალი
ქ. თბილისი
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 161 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება).
2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვროს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილება (,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანომდებლო მაცნე’’ №6, 01.05.2008 წ., მუხლი 9🔗).
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გ
. ბარამია
რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი) აპარატი (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მართვის, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის, რეგიონული პოლიტიკის ეფექტური განხორციელების მიზნით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს აქვს ბალანსი, მიმდინარე ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობისთვის გამოყოფილ სახსრებს განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. №15
ა
.
მუხლი 2🔗. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი:
ა) მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს:
ა.ა) აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ა.ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ა.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას;
ბ) უზრუნველყოფს რეგიონული მართვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს რეგიონული მმართველობითი სისტემის რეფორმების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს კანონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულების მონიტორინგს;
ე) უზრუნველყოფს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვის მიზნით;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
ზ) შეისწავლის უცხო სახელმწიფოთა გამოცდილებას რეგიონალური მართვის სფეროში და შეიმუშავებს წინადადებებს მათი დანერგვის თაობაზე;
თ) ახორციელებს სხვა ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საკოორდინაციო საქმიანობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისათვის მიცემულ დავალებათა შესასრულებლად.
მუხლი 3🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვისა და კოორდინაციის სამსახური;
ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი;
დ) სამსახურის უფროსი;
ე) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ვ) მთავარი ბუღალტერი;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანაშემწე;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მრჩეველი;
ი) ბუღალტერი
კ) მთავარი სპეციალისტი;
ლ) უფროსი სპეციალისტი.
მუხლი 4🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვისა და კოორდინაციის სამსახური:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებთან კოორდინაციითა და ერთობლივი მუშაობით ახდენს დევნილთა ძირითადი პრობლემების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზს და შეიმუშავებს ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო წინადადებებს, რომლებსაც წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს შემდგომი რეაგირებისათვის;
ბ) თანამშრომლობს ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის კანონით დადგენილი უფლებების დაცვას;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებთან ერთად უზრუნველყოფს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით.
2. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური:
ა) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების მუშაობაზე მონიტორინგს;
ბ) უზრუნველყოფს საპრეზიდენტო პროგრამა ,,ჩემი სახლის” ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შიდა მიგრაციაზე ამომწურავი ინფორმაციის მოძიებასა და მონაცემთა სრულ კომპიუტერიზაციას,
მუხლი 5🔗. ხელმძღვანელობა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს;
გ) უფლებამოსილია მისცეს თანხმობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში წარადგინოს დებულება დასამტკიცებლად;
დ) უფლებამოსილია მისცეს თანხმობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს განსაზღვროს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე:
ა) მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის წინაშე.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
ე) ასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6🔗. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 8🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.