საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/5
2012 წლის18იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 793 მუხლის მე-3პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,დამტკიცდე ს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007წლის25სექტემბრის№1/205-2007გადაწყვეტილება.
3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 26 იანვრიდან.
ვ. ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თან არსებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის -საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას, სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს, საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს.
მუხლი 2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს.
2. დეპარტამენტის სრული დასახელებაა „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი”. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიყენოს დეპარტამენტის შემოკლებული დასახელება: „საერთო სასამართლოების დეპარტამენტი“. დეპარტამენტის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბეჭდებზე, ბლანკებზე, აბრებზე, სიმბოლიკაზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, ვებგვერდზე, დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და სხვა ნებისმიერ რეკვიზიტზე გამოყენებული დეპარტამენტის დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებით, ამ დებულებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სამართლებრივი აქტებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.
5. დეპარტამენტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
6. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის საგანი და მიზნები
1. დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. დეპარტამენტი ს მიზნებია:
ა) საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საერთო სასამართლოთა საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება, განკარგვა და მათი ხარჯვის კონტროლის განხორციელება;
გ) საერთო სასამართლოებ ი ს სათანადო შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფა;
დ) საერთო სასამართლო ების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა;
ე) მოსამართლეთა და საერთო სასამართლო ები ს აპარატის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებ ი ს უზრუნველყოფ ა.
მუხლი 4. დეპარტამენტის ფუნქციები
თავისი საქმიანობისა და მიზნების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა დ ა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
გ) განკარგ ავს ფინანსებს საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
დ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში გეგმ ა ვ ს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ა დგენ ს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) მონაწილეობს საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭირო კომპიუტერული სისტემების და ქსელების შემუშავებასა და დანერგვაში,ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საკომუნიკაციო საშუალებათა განვითარებას;
ზ) მონაწილეობს ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შემუშავების პროგრამაში;
თ) მოსამართლეთა და სასამართლო ს აპარ ა ტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში;
ი) სასამართლოთა საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოფ ს იურიდიული ლიტერატურის, სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების, ასევე სხვა მასალ ებ ის გამოცემ ა ს;
კ) გან ი ხილ ა ვ ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე საერთო სასამართლოების წერილობით მოთხოვნებს და ოპერატიულად აცნობებს მათ არგუმენტირებულ ინფორმაცი ა ს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე;
ლ) უზრუნველყოფ ს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარ ე ს;
მ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფა ს.
მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ დეპარტამენტში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6. დეპარტამენტის თავმჯდომარე
დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს და შეუძლია დეპარტამენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;
ბ) კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისათვის, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის უფლებამოსილებების სფეროს;
დ) დეპარტამენტის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს გარიგებებს;
ე) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ვ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაზე კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობ ა ზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს, მათ მიმართ იყენებს წახალისების ა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ლ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენას;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულ ო ბ ე ბის გამოყოფის შ ესახებ,რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ყოველწლიურად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას;
ო) უფლებამოსილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სათათბირო ორგანოები – კოლეგია, კომისია და სხვა, განსაზღვროს მათი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ჟ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
ე) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) საერთო სასამართლოების არქივი;
ზ) ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო;
თ) ლოჯისტიკის სამსახური.
მუხლი 8. დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო
დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო:
ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის ფორმირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმურ განაწილებას, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას,მონაწილეობას იღებს„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარჯების გეგმის შედგენაში;
გ) შეიმუშავებს საერთო სასამართლოებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს;
დ) დადგენილი წესით აღრიცხავს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს;
ე) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად.
მუხლი 9. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღებისა და სამშენებლო პროცესების ორგანიზებას და მიმდინარეობის კონტროლს, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მომსახურებას;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობასა და საწვავის მიწოდებას, დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო
1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით;
ბ) საერთო სასამართლოების ა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგებისა და აღრიცხვაში ასახვის დროული განსაზღვრა, ბუღალტრული ანგარიშების შედგენა, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვა.
მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
მუხლი 12. საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, კადრების სწორ შერჩევას, განაწილებას და პროფესიული დონის ამაღლებას, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის წარმართვას, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მხრიდან შრომის შინაგანაწესის შესასრულებლად კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას;
ბ) ახორციელებს დეპარტამენტის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-დამუშავებას,აგრეთვე მათ დანიშნულებისამებრ გადაცემას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
დ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
ე) ახორციელებს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 13. საერთო სასამართლოების არქივი
სა ერთო სასამართლოების არქივ ი:
ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების ერთიანი საარქივო ფონდის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვას, ცენტრალიზებულ აღრიცხვა-აღწერას,დაცვას და სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნით გამოყენებას;
ბ) საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საარქივო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14. ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო
ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისათვის ერთიანი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის შექმნას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებათა, აგრეთვე ინფორმაცი ული ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის გამოყენებას;
ბ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქსელის მოხმარებას, ქსელის ტექნიკურ ექსპლუატაციას, ახორციელებს სასამართლო ები სა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელისა და კომპიუტერული პარკის ტექნიკურ მეთვალყურეობას;
გ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების კომპიუტერული პროგრამების დანერგვასა და გამოყენებას;
დ) ქმნის ერთიან საინფორმაციო-კომპიუტერულ ბაზას, ახორციელებს მონაცემთა ცალკეული ბაზების (ბაზებში დაცული ინფორმაციის) მართვას, სასამართლოების კომპიუტერულ (ლოკალურ) ქსელში შემავალი და სასამართლოებიდან გამავალი ინფორმაციული ნაკადების ადმინისტრირებას;
ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოების ვებგვერდის შექმნას, ვებგვერდის მონაცემთა ბაზების ფორმირებასა და განვითარებას, ვებგვერდის პროგრამული საშუალებების სრულყოფას;
ვ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ქსელის ადმინისტრატორების მეთოდურ ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს მათთვის ტრენინგების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სასამართლოს ინტერესების გათვალისწინებით, კოორდინაციას უწევს ქსელის ადმინისტრატორების საქმიანობას და უფლებამოსილია მისცეს მათ დავალებები საერთო სასამართლოების ერთიანი კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
მუხლი 15. ლოჯისტიკის სამსახური
ლოჯისტიკის სამსახური:
ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
ბ) იღებს, აღრიცხავს და ასაწყობებს დეპარტამენტის მიერ შესყიდულ და დეპარტამენტისათვის გადმოცემულ საქონელს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაადგილებისა და გამოყენების კონტროლს.
მუხლი 16. დეპარტამენტის ქონება და ფინანსური უზრუნველყოფა
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
2. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) დეპარტამენტის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავ ა ლი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 17. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლი
1. დეპარტამენტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის ა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლ ს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. დეპარტამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე დეპარტამენტის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) დეპარტამენტის ქონებასთან დაკავშირებით სხვა ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 18. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.