„გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 10 თებერვალი
ქ.გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 18/01/2012; 280120000.35.148.016086 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა)ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში50%-ით,მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა ;
ბ)ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს2001ლარიდან ღირებულების შემთხვევაში30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.’’
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი – ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა“.
,,დ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა –ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო -სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნია თ 0-დან 80 001-მდე სარეიტინგო ქულა დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.’’
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ)ცნობა სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100). ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე, ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ).’’
ე) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ამბულატორიული, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა“.
ზ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი.
თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.’’
ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.’’
2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ზ . ხმალაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.148.016096.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016096 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1585415/