„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.025.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№ 46

2012 წ ლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ”ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებით (სსმ ვებ პორტალი, 110429025, 05/05/2011) დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურაა:

მინისტრის აპარატი:

ა.ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ვ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

თ.ა) საბიუჯეტო საფინანსო სამმართველო;

თ.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

კ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი.” .

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. მინისტრის აპარატი

 1. მინისტრის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;

გ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.

2. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;

ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა;

გ)სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროში ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ი ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა;

ე) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა- გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;

ვ) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა- წარმოება;

ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

თ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება;

კ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მათი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

ა. ხეთაგური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.02.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.025.016059.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №46, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.025.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1585728/