საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“–ის სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 14.02.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ზაფხულის შარვალი/ქვედაბოლო |
| 2 | ზამთრის შარვალი/ქვედაბოლო |
| 3 | ზაფხულის პერანგი |
| 4 | ზამთრის პერანგი |
| 5 | პულოვერი |
| 6 | სამხრეები |
| 7 | სამხრეები |
| 8 | ატრიბუტიკა და ფურნიტურა |
| № | სანივთე ქონების დასახელება |
| სურსათის დასახელება | ზომის ერთეული |
| ხორცი | კგ. |
| კარაქი | კგ. |
| ზეთი | ლიტ. |
| ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი | კგ. |
| შაქარი | კგ. |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“–ის სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.BodyTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №109
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“
-ის სპეციალური წოდების მქონე პირთა
და სხვა მოსამსახურეთა
სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ
,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 27-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“
-ის
(შემდგომში – „112“
) სპეციალური წოდების მქონე პირთა
და სხვა მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები)
განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:
1. „112“-ის მოსამსახურეთა
სოციალურ დაცვას და დაზღვევას
უზრუნველყოფს „112“
.
2. „112“-ის მოსამსახურეთა
სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ბრძანებით.
3. „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირს
ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო –
ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) და ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები, ხოლო სხვა მოსამსახურეებს –
ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) და კანონმდებლობით დადგენილი დანამატები.
4
. „112“-ის მოსამსახურეს
ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფს „112“
, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
5
. „
112”-ის მოსამსახურეს საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიეცეს დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა ან შესაბამისი საკომპენსაციო თანხა.
6
. „112“-ის
შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს „112
-ის“
დირექტორი (შემდგომში – დირექტორი)
.
7
.„112“-ის
მოსამსახურეს
, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას და მობილურ ტელეფონს, საწვავით და საკომუნიკაციო ხარჯებით (
სასაუბრო ბარათებით)
უზრუნველყოფს „112“,
დირექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
8
. „112“-ის
მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს „112“,
დირექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
9
. „112“-ის
მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს
ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს დირექტორი.
10
. „112“-ის
მოსამსახური
ს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპენსაციას, შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად, გასცემს „112“
, დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
11
. „112“-ის
მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები), დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,
ყოველთვიური კომპენსაციის სახით ეძლევა არა უმეტეს:
ა) ქ. თბილისში:
ოჯახის გარეშე ---- 370 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის ---- 240 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში ---- 180 ლარი;
ბ) სხვა ქალაქებში:
ოჯახის გარეშე ---- 240 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის ---- 160 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში ---- 120 ლარი;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:
ოჯახის გარეშე ---- 100 ლარი;
ორწევრიანი ოჯახისათვის ---- 100 ლარი;
სამი და მეტი წევრის შემთხვევაში ---- 80 ლარი.
შენიშვნა: კომპენსაციის გაცემა განხორციელდეს ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრებ ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე გამქირავებლის (ფიზიკური პირის) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს „112“
, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება „112“-სა
და გამქირავებე
ლს (ფიზიკურ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
12
. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირს
ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება არა უმეტეს ორი თვის ხელფასი (ფულადი სარგო).
13
. „112“–ის
მოსამსახურეს,
დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია ხელფასზე დაუწესდეს ყოველთვიური სპეციალური დანამატი.
14
. დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გრძელვადიანი მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ „112“-ის
მოსამსახურეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური თანხა. „112“-ის
მოსამსახურეს აგრეთვე მიეცემა შენახვის (პირველმოწყობის) ხარჯის დასაფარი თანხა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს „112“-ის
დირექტორი. ამავდროულად, „112“-ის
მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი ფულადი სარგო და
წელთა ნამსახურო
ბის დანამატი, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.
15
. „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირს,
საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებასთან, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. ხოლო პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურეობის ერთი დღე ჩაეთვალოს ორ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ან ორმაგი ოდენობით.
16
. სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ ბრძანების მე-15
პუნქტში მითითებული „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირის
მიერ შესაბამის ქვედანაყოფში სამსახურის გავლის განსაკუთრებული
პირობები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
17
. „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირს
, რომელსაც ეძლევა შესაბამისად ფულადი სარგო ან თანამდებობრივი სარგო ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.
18
. „112“-ის სპეციალური წოდების მქონე პირს
კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურო
ბისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, ხოლო სხვა მოსამსახურეს
- თანამდებობრივი სარგო და სპეციალური დანამატი.
19
. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
20
. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებისას – 7000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებისას – 3000 ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებისას – 1000 ლარი.
მუხლი 2🔗. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს „112“-ის
შემოსულობებიდან.
მუხლი 3🔗
. დამტკიცდეს„112“-ის
მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა
სანივთე ქონებით უზრუნველყოფის თანდართული ნორმები (დანართი №1
), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს „112“-ის
შემოსულობებიდან.
მუხლი 4🔗
. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი
. მერაბიშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის
მოსამსახურეთა სანივთო ქონებით უზრუნველყოფის ნორმები
№
სანივთე ქონების დასახელება
ზომის ერთ.
ტარების ნორმები
რაოდენობა
ვადა (წელი)
სააღლუმო
1
შარვალი/ქვედაბოლო
ცალი
1
3
2
პიჯაკი
ცალი
1
3
3
პერანგი
ცალი
1
1
4
ქუდი
ცალი
1
3
5
შარფი/ჰალსტუხი
ცალი
1
2
6
ფეხსაცმელი
წყვილი
1
3
7
სამხრეები
წყვილი
1
3
8
ატრიბუტიკა და ფურნიტურა
კომპლექტი
1
3
ყოველდღიური
1
ზაფხულის შარვალი/ქვედაბოლო
ცალი
2
1
2
ზამთრის შარვალი/ქვედაბოლო
ცალი
2
1
3
ზაფხულის პერანგი
ცალი
2
1
4
ზამთრის პერანგი
ცალი
2
1
5
პულოვერი
ცალი
1
1
6
სამხრეები
წყვილი
1
1
დანართი №2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის- „112“-ის
მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები
მოსამსახურეთა ყოველთვიური სასურსათო ულუფა
სურსათის დასახელება
ზომის ერთეული
რაოდენობა თვეში
ხორცი
კგ.
4.5
კარაქი
კგ.
1.0
ზეთი
ლიტ.
1.0
ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი
კგ.
2.0
შაქარი
კგ.
1.3
კარტოფილი
კგ.
7.5
ბოსტნეული.
კგ.
7.5
თევზი
კგ.
2.3
რძე შედედებული
კგ.
1.0