„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვილილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №32 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 110307110, 21.03.2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ები ს დებულება“ თანახმად დანართისა.“;

გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ები ს დებულება“;

დ) დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში - „ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“;

ე)  დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული ორგანო შედგება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულისა (შემდგომში - „რწმუნებული“) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“;

ვ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) დაადასტუროს ანდერძი;

ბ) მიიღოს ზომები სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) დაამოწმოს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორე დედანთან;

დ) გადასცეს პირის განცხადება და ცნობა სხვა პირს;

ე) დაადასტუროს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტი;

ვ) დაადასტუროს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი;

ზ) შესანახად მიიღოს დოკუმენტები;

თ) დაადასტუროს მოქალაქის იგივეობა ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) დაამოწმოს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.

3. რწმუნებულს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.“;

ზ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ტერიტორიული ორგანოს მართვა

1.    ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას უძღვება რწმუნებული, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.    რწმუნებული კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია ტერიტორიული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებულ ი ფუნქციებ ი სა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;

დ) ქმნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელ პირობებს;

ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინ ურ ი პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით,ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს  ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

2.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        მ. ჭოხონელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.02.2012.
როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.02.2012. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.106.016053.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4, 07.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1585859/