„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №42
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის№380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში (სსმ,17/12/2010, 165) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შესყიდვების სპეციალური წესის“:
1. პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.“.
2. მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული და ასევე ნებისმიერი სხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საგზაო ტექნიკა“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ვ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორებიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;
ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული საშუალება;
თ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება;
ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
კ) ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
ლ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
მ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „საგზაო ტექნიკას“ აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;
ნ) კომისია – შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.“.
3. მე‑3 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტი ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.“.
5. მე‑5 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი
1. შესყიდვ ის საშუალებებია:
ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;
ბ) პირობათა გამოკითხვა;
გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
დ) ელექტრონული ტენდერი.
2. შესყიდვ ა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, გარდა ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს პირობათა გამოკითხვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
5. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
7. მე‑16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გაფორმების წესი
შესყიდვის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება) შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
8. მე‑17 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 და №3 დანართების შესაბამისად.“.
9. „შესყიდვების სპეციალური წესის“ №1 და №2 დანართ ები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
10. „შესყიდვების სპეციალურ წესს“ დაემატოს №3 დანართი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
| № | საქონელი |
| 1 | საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი, პროგრამების პაკეტის ჩათვლით |
| 2 | საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი, სავიზიტო ბარათები, ბეჭდები, ზედდებულები და სხვ. |
| 3 | ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომუნიკაციის საშუალებები და სხვ. |
| 4 | ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა |
| 5 | სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა, სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები |
| 6 | სხვადასხვა მასალის ა და ზომის მილები და დამხმარე მასალები |
| 7 | ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური ხსნარები და რეაქტივები, ქიმიური პროდუქტები |
| 8 | სპეცსამშენებლო ტექნიკა, ავტომანქანები, დაზგა-დანადგარები, მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები |
| 9 | ბალასტი, ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები |
| 10 | ნავთობპროდუქტები, დიზელი, ბენზინი, ბიტუმი, ბიტუმის ემულსია და სხვ. |
| 11 | ასფალტბეტონი |
| 12 | სამშენებლო მასალები, არმატურა, ცემენტი, ბლოკი, აგური, ბეტონი და სხვ. |
| 13 | სპეცზეთები და საცხებ-საპოხი მასალები |
| 14 | საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები, გამაფრთხილებელი ნიშნები და სხვ. |
| 15 | თხევადი გაზი, ბუნებრივი აირი, ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები და სხვ. |
| 16 | სხვადასხვა მასალისა და ზომის ჭები, ლიუკები, ხუფები და სხვ. |
| 17 | ელექტრო‑ და მექანიკური მოწყობილობები, კაბელები, ელექტროფურნიტურა, განათების სისტემები, დამხმარე მასალები და სხვ. |
| 18 | სხვადასხვა მასალის ფილები, კიბეები, კიბის საფეხურები და სხვ. |
| 19 | ლამინატისა და ხის პლინტუსები, ხის პარკეტი, ლამინირებული პარკეტი, კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა), ფანჯრის რაფები, მინა და სხვ. |
| 20 | წყალსადენის, სანტექნიკური და კანალიზაციის მასალები, ურდულები, მრიცხველები და სხვ. |
| 21 | გადასახური მასალები |
| 22 | სავენტილაციო სისტემ ები და დამხმარე მასალები |
| 23 | თბოიზოლაციის მასალები, ჰიდროსაიზოლაციო მასალები |
| 24 | სხვადასხვა ტიპის საღებავები, საფითხი მასალა, თაბაშირ-მუყაოს ფილები, შპალერი და სხვა საფარი, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები და სხვ. |
| 25 | ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები, შერეული ჯიშის ხე-მცენარეები |
| 26 | მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი, თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები და სხვ. |
| 27 | თოკები, ტროსები, საჭიმები, ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები და სხვ. |
| 28 | საბავშვო საქანელები, ბაღების, სკვერების მოსაწყობი მასალები, ხელოვნური საფარი და დამხმარე მასალები |
| 29 | სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული პროდუქტები |
| № | მომსახურება |
| 1 | კომპიუტერული მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება, ნებართვებისა და სპეცფორმების აღება, ბეჭდვა, საფოსტო მომსახურება და სხვ. |
| 2 | საპროექტო მომსახურება |
| 3 | ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი, ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი |
| 4 | ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება, ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი, ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება |
| 5 | მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება |
| 6 | დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტი |
| 7 | სანოტარო მომსახურება, თარგმნა, იურიდიული მომსახურება, სადაზღვევო მომსახურება, აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება, პერსონალის გადამზადება, ტრენინგ-სემინარები |
| 8 | ექსპერტიზის მომსახურება, საბროკერო მომსახურება, საშუამავლო მომსახურება, ლაბორატორიული მომსახურება, დაცვა, დასუფთავება |
| 9 | სატრანსპორტო მომსახურება, სპეცტექნიკით მომსახურება, გადაზიდვები |
| 10 | ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის იჯარა |
| 11 | მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება, სამრეცხაო მომსახურება |
| 12 | სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები, სამხერხაო მომსახურება, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები |
| 13 | კარ-ფანჯრების, საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება, ონკანების, ურდულების, მრიცხველების შეკეთება და სხვა ანალოგიური მომსახურებ ები |
| 14 | ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების, ელექტროგამანაწილებლისა და საკონტროლო მოწყობილობების, ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების რემონტი, მონტაჟი და დემონტაჟი |
| 15 | სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება, საკონფერენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება |
| 16 | საინჟინრო მომსახურება, გეოლოგიური, გეოდეზიური და სხვა მომსახურებები, ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება, მონიტორინგი და კონტროლი, კვლევასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებები |
| 17 | დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ანტისეპტიკური დამუშავება და ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები |
| 18 | კერძო საკუთრების იჯარა |
| 19 | სავალი ნაწილის დახაზვასა და მონიშვნასთან დაკავშირებული მომსახურებები, ბიტუმის ემულსიის მოსხმა, ბორდიურების მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურებები და სხვ. |
| 20 | სპეცსამშენებლო ტექნიკის, დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტი, მონტაჟი და დემონტაჟი. |
დანართი №2
ანგარიში
შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ
|
№ | მიმწოდებელი მხარის დასახელება | მიწოდებული საქონლის ღირებულება | გაწეული მომსახურების ღირებულება | შესყიდვის საერთო ღირებულება | შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
დანართი №3
ანგარიში
შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ
| № | მიმწოდებელი მხარის დასახელება | მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება | მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება | შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა | შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|