„პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №35/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,572 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 56.7pt .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №3 5/04 2012 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55¹ მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეю გ. ქადაგიძე ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართ ველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და/ან მათი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილემ და/ან მისი მმართველი ორგანოს რომელიმე წევრმა დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები.     მუხლი 2🔗. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა 1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა  გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით. 2. კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით. 3. ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 4.  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. 6. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.     მუხლი 3🔗. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა 1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით. 2. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშისა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით. 5. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 6. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 7. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 8. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით. 9.  „ საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.     მუხლი 4🔗. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიერ 1. დაინტერესებული პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ან/და ხმის უფლების ბოროტად გამოყენება ან/და ინსაიდერული ვაჭრობა ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 16​1 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ნომინალური მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულაციაში მონაწილეობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. პირის მიერ ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის და მითითების შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.     მუხლი 5🔗. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო მოთხოვნებისა და სხვა წესების დარღვევა 1. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული საწარმო ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით. 3. საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თოთოეულ ფაქტზე. 4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების დარღვევა გამოიწვევს რეგისტრატორის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიის, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ ამ წესში აღნიშნული დარღვევების გარდა სხვა მარეგულირებელი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.     მუხლი 6🔗. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი 1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 2. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 3. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.     მუხლი 7🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეს გაუუქმდა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად, შესაძლებელია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას. 3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.