საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.2012
ძალის დაკარგვა 18.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №44/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,067 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2012 მიღება
18.05.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-name:"Header\,Char"; mso-style-link:"Header Char\,Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Default {mso-style-name:"Default\,Paragraph\,Font";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Plain, li.Plain, div.Plain {mso-style-name:"Plain\,Text"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Balloon, li.Balloon, div.Balloon {mso-style-name:"Balloon\,Text5"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Comment, li.Comment, div.Comment {mso-style-name:"Comment\,Text4"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Comment4, li.Comment4, div.Comment4 {mso-style-name:"Comment4\,Subject"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char\,Char Char"; mso-style-link:"Header\,Char"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.Plain1 {mso-style-name:"Plain1\,Text3\,Char4"; font-family:"Courier New";} span.Balloon1 {mso-style-name:"Balloon1\,Text2\,Char3"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Comment3 {mso-style-name:"Comment3\,Reference";} span.Comment2 {mso-style-name:"Comment2\,Text1\,Char2";} span.Comment1 {mso-style-name:"Comment1\,Subject1\,Char1"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 56.9pt 56.9pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №44/ნ 2012 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესი და პირობები” დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე დანართი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესი და პირობები თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის (შემდგომში – გამოცდის) ჩატარების წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. გამოცდის სამართლებრივი შედეგები 1. გამოცდის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ შესაბამისი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს. 2. გამოცდა ტარდება შემდეგ საბუნებისმეტყველო საგნებში: ა) ქიმია; ბ) ფიზიკა; გ) ბიოლოგია.  თავი II გამოცდა     მუხლი 3🔗. გამოცდაზე გასვლის უფლების მქონე პირები გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მასწავლებელს, რომელსაც მოპოვებული აქვს შესაბამისი საგნის მასწავლებლის სერტიფიკატი.     მუხლი 4🔗. გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები გამოცდის ჩატარებას საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).     მუხლი 5🔗. ტესტირების ჩატარების ფორმა და შეფასება 1. გამოცდა ტარდება ექსპერიმენტული ფორმით. ექსპერიმენტული ფორმით გამოცდის ჩატარების დროს საგნის შესაბამისად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აღჭურვილობა (მაგ.: მიკროსკოპი და სხვა), კომპიუტერი და სხვა მასალები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს. ტესტის მაქსიმალური ქულას ტესტირებამდე ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. 3. მასწავლებელს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.     მუხლი 6🔗. გამოცდის საფასური 1. გამოცდაში მონაწილეობის საფასური მოიცვს: ა) გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს; ბ) მასწავლებლის ინიციატივით შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს. 2. მასწავლებელი, რომელიც პირველად მონაწილეობს გამოცდაში, არ იხდის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს.   3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე. 4. მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.  5. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, მასწავლებელს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში. თავი III გამოცდების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესი     მუხლი 7🔗. გამოცდის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები 1. გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. გამოცდაზე მასწავლებელთა რეგისტრაციას და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.     მუხლი 8🔗. რეგისტრაცია 1. გამოცდაზე მონაწილეობის მიღების საფუძველია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის მიერ შევსებული განცხადება გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ. 2. გამოცდების ჩატარების მიზნით, მასწავლებლის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მასწავლებლის მიერ ივსება ელექტრონული  ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური  ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, მასწავლებელი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია. 5. მასწავლებელს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდაში მონაწილეობის საფასური. ეს პუნქტი არ ეხება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი მასწავლებლეს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია. 7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ მისამართის მეშვეობით. 8. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები. 9. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება: ა) გამოცდის ჩატარების თარიღი და უშუალოდ გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო; ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება გამოცდა.     მუხლი 9🔗. გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი 1. გამოცდა ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი განრიგის შესაბამისად. 2. გამოცდა ტარდება ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო ცენტრში. 3. ფორს-მაჟორის ან გამოცდის დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ტესტირების ჩატარების ახალი ვადა. თავი IV ტესტირების პროცესი     მუხლი 10🔗. ტესტირების მიმდინარეობა 1. გამოცდაზე გასვლის მიზნით მასწავლებელმა მოსაწვევში მითითებულ ადგილზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისას მასწავლებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი და ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი. 3. გამოცდები მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით. 4. გამოცდებისთვის გამოყოფილ დროს ადგენს ცენტრი.     მუხლი 11🔗. მონაწილის მოვალეობები 1. გამოცდის ჩაბარების მიზნით, მასწავლებელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციაზე და თან იქონიოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 2. გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ტესტირებაზე არ დაიშვება.  3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მასწავლებელი გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. 4. გამოცდაზე გამოუცხადებლობა მასწავლებელს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა. 5. გამოცდის დროს მასწავლებელს უფლება აქვს თან იქონიოს: ა) წყალი (პოლიეთილენის ბოთლი); ბ) პირადი ჰიგიენის საგნები; გ) ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით. 6. გამოცდის დროს მასწავლებელს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა; ბ) დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მასწავლებლისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; ე) მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე; ვ) უსაფრთხოების წესების დარღვევა; ზ) საგამოცდო სექტორში არსებული აღჭურვილობის დაზიანება; 7. ცენტრი უზრუნველყოფს გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით. 8. გამოცდაზე მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტურად აღწერის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ფოტოაპარატი. ფოტოები გამოიყენება მასწავლებლის ნამუშევრების გასწორების დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად.     მუხლი 12🔗. გამოცდის დროს წესის დარღვევა 1. გამოცდის დროს მასწავლებელი მიიღებს გაფრთხილებას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მასწავლებელი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. გაფრთხილების გარეშე მასწავლებლის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია: ა) ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში; გ) წესრიგის უხეში დარღვევის, გამოცდის პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში. 4. გაფრთხილების გარეშე მასწავლებელი გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. გამოცდის პროცესზე დასწრება 1. გამოცდის დროს დაშვებელია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომლებსაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის გამოცდაზე ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცდის მიმდინარეობას, მას ეკრძალება გამოცდის შინაარსთან დაკავშირებით მასწავლებლის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.     მუხლი 14🔗. გამოცდის შედეგების გასწორება 1. მასწავლებლის ნამუშევრები სწორდება გამოცდების დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში. 2. გამოცდის შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. თავი V გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა     მუხლი 15🔗. გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება 1. გამოცდის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ. 2. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებელი უფლებამოსილია ტესტირების დღის 21 საათამდე პრეტენზია შეიტანოს საპრეტენზიო კომისიის სახელზე, ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შენობაში. 3. გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს: ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ; ბ) გამოცდის სხვა მონაწილის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ). 4. საპრეტენზიო კომისია 3 დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს მასწავლებელს. 5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლის უფლებების დარღვევა გამოცდის მონაწილე მასწავლებლის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე. 6. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა მასწავლებლის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა გამოცდის პროცესში მონაწილე მასწავლებლებისა და სხვა პირების მხრიდან (მასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება იმ მასწავლებლის ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელმაც დაარღვია გამოცდის პროცედურა. მუხლის 16. გამოცდის შედეგების გასაჩივრება 1. გამოცდის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ. 2. მასწავლებელს უფლება აქვს შეფასების თაობაზე ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი პასუხების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს გამოცდის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე. 3. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში. თავი VI საბოლოო შედეგები     მუხლი 17🔗. საბოლოო შედეგები  1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ არა უგვიანეს 10 დღისა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს გამოცდა. 2. ცენტრის მიერ მიწოდებულ მასწავლებელთა შესაბამისი სიის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მასწავლებელთა შესაბამისი სიის მიღებიდან 10 დღის ვადაში მტკიცდება და მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში შეიყვანება იმ პირთა მონაცემები: ა) რომლებმაც მოიპოვეს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის – ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ) რომლებიც განეკუთვნებიან შესაბამის საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის – ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და 3 დღის ვადაში იგზავნება სამინისტროში. თავი VII გარდამავალი დებულებანი     მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესის ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2012 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.