„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 24
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის201 1 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 111114013, 15/11/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად,საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება;“.
2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1 “ ქვეპუნქტი:
„ა1) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზებისა და „სახლის“სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს„სახლის“მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;“.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ 1 “ ქვეპუნქტი:
„ვ1) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების განაკვეთებს და აგრეთვე, ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;“.
4. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე 1 “ ქვეპუნქტი:
„ე 1 )ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვლ. ვარძელაშვილი