„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. კასპი
,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებ ით(სსმ, 02/12/2011; 010250050.35.149.016074) დამტკიცებული წესის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ წოდების ჩამორთმევა შეუძლია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი