„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 (სსმ, 19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.161.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №11

2012წლის 16 თებერვალი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47(სსმ,19.12.2011) დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ს 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“მე-2, მე-4, მე-8, მე-17 და მე-18 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვროს 14776.1 ათ. ლარი თ (დანართი №2)“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12081.9 ათ. ლარი თ (დანართი №3)“.

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯების მუხლი განისაზღვროს1130,7 ათ. ლარი თ (დანართი №3)“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 2211.4 ათ. ლარი თ (დანართი №3)“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 7599.2 ათ. ლარი თ (დანართი №3)“.

    მუხლი 7

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

    მუხლი 8

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 9

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. ფეიქრიშვილი