გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.02.2012
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.05.2017
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-style:italic;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 27.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 16 თებერვალი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ტექსტში გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი
გამგეობა არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღასრულებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებებს.
მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის”, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗. გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენა
გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
მუხლი 5🔗. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი
1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დროშა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გერბი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის” და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 6🔗. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი
1. გამგეობას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.
2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).
მუხლი 7🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №73.
მუხლი 8🔗. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა
1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.
2. გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეების ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ყოველდღიური საქმიანობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.
მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ზედამხედველობის სამსახური;
დ) ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;
ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ლ) იურიდიული სამსახური;
მ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 10🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადგილობრივი არქივის, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ზედამხედველობის განხორციელება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე; მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწყობის, კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების ორგანიზებაზე. საბინაო-კომუნალური მეურნეობის და კეთილმოწყობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
გ) ზედამხედველობა ქ. გარდაბანსა და სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განვითარებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, საგზაო მეურნეობის სფეროზე. ტრანსპორტის, საგზაო მეურნეობის, ვაჭრობის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
4. ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური ქონების დოკუმენტების წარმოება, ქონებრივი და სხვა უფლებების აღრიცხვა. ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება;
გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენება. კონტროლი გარემოს მდგომარეობაზე;
დ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ.
5. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარება, მშენებლობის კოორდინაცია და ზედამხედველობა სამშენებლო ნორმების დაცვაზე.
6. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
7. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
9. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების უზრუნველყოფა.
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება. მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის ფუნქციონირება.
11. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა. ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში და დაწესებულებებში.
12. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
13. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
მუხლი 11🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. გარდაბნის ტერიტორიული ორგანო – ქ. გარდაბნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (სამოქმედო ტერიტორია – ქ. გარდაბანი, ქვემო კაპანახჩი, ლელაშხა, თბილწყაროს დასახლება);
ბ) სოფელ ქესალოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ ქესალოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) სოფელ ნაზარლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ ნაზარლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
დ) სოფელ ვახტანგისის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ვახტანგისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ე) სოფელ ჯანდარის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ვ) სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიული ორგანო – სოფლების: ლემშვენიერას, მზიანეთის, ნაგების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ზ) სოფელ კალინინოს ტერიტორიული ორგანო – სოფლების: კალინინოს, ამბართაფას, ახალშენის, ბირლიკის, თაზაქენდის, ბოტანიკას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
თ) სოფელი ახალი სამგორის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ახალი სამგორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ი) სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანო – სოფლების გამარჯვების, ფოლადაანთკარის, გამარჯვება 1-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
კ) სოფელ აღთაკლიის ტერიტორიული ორგანო – სოფელ აღთაკლიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ლ) სოფელ ყარათაკლიის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ყარათაკლიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
მ) სოფელ ყარაჯალარის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ნ) სოფელ კრწანისის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: კრწანისის და მთისძირის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ო) სოფელ თელეთის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: ზემო თელეთის, ახალწყალის, მუხრანთელეთის, ქვემო თელეთის, წალასყურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
პ) სოფელ კუმისის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: კუმისის და ახალი კუმისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ჟ) სოფელ ნორიოს ტერიტორიული ორგანო – სოფლების: ნორიოს, ზემო ქვიშიანის, ქვემო ქვიშიანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
რ) სოფელ მარტყოფის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: მარტყოფის, ვაზიანის, სააკაძის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ს) სოფელ ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: ახალსოფლის, მუხროვანის, საცხენისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ტ) სოფელ სართიჭალის ტერიტორიული ორგანო – სოფლების: სართიჭალის და მუღანლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 12🔗. გამგეობის თანამდებობის პირები
გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილეები;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები.
მუხლი 13🔗. გამგებელი
1. გამგებელს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. გამგებელი:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და გამგეობის შინაგანაწესს;
ა.გ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტებს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას. საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ზ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 14🔗. გამგებლის მოადგილეები
1. გამგებლის მოადგილეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას. განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, აგრეთვე ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 15🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს. სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. თუ სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობა არ მოიცავს არც ერთ განყოფილებას, ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 16🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. რწმუნებულის საქმიანობისათვის ხელის შეწყობის მიზნით, ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან გამგეობის სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 17🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება, საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 18🔗. Gგამგეობის საქმიანობის ორგანიზება
1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით”, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადების საფუძველზე მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 19🔗. სამართლებრივი აქტები
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად.
2. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.
3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილ(ეებ)ის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი მივლინების, შვებულების და სხვათა შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 20🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონს, ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს” და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორის, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხი შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.
3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კოორდინაციას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს.
4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს გამგებელი.
მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციით.
3. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 22🔗. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, მათში ცვლილების შეტანა, შეჩერება და გაუქმება
გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, მათში ცვლილების შეტანა, შეჩერება და გაუქმება განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით”, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 23🔗. გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საფუძველზე მომზადებული ბრძანებების მიხედვით.