,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №121
2012 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ თ ველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმIII, 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)პირველისამმართველო (ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო),რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირების სატელეფონო სადგურის მართვა; სპეციალური კავშირების საკომუნიკაციო კვანძებში სატელეფონო სისტემების ინსტალაცია, ექსპლუატაცია და მონიტორინგი; საკომუნიკაციო არხების სიგნალიზაციების პროგრამული ინსტალაცია; უსაფრთხოების სისტემების ექსპლუატაცია; სატელეფონო სისტემაში განხორციელებული ზარების აღრიცხვა;
ბ) მეორე სამმართველო (კიბერუსაფრთხოების სამმართველო), რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირების საკომუნიკაციო კვანძებში მონაცემთა გადაცემის ქსელის პრო ე ქტირება,მონაცემთა გადაცემის ქსელის პროგრამული უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო ქსელის მოწყობილობების, მონაცემთა გადაცემის სისტემის აპარატურის შერჩევა, ინსტალაცია, ექსპლუატაცია და მონიტორინგი; მონაცემთა გადაცემის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კრიპტირების სისტემების შერჩევა, ინსტალაცია, მართვა და მონიტორინგი; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის უწყვეტი ენერგომომარაგებისათვის საჭირო საკითხების გადაჭრა;
გ)მესამე სამმართველო (შიდა უსაფრთხოების სამმართველო),რომლის ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით მოსარგებლე ობიექტებზე განთავსებულ სპეცკავშირების კვანძებში უსაფრთხოების ღონისძიებათა დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტთა შორის შეუფერხებელი, საიმედო და დახურული კავშირების (საკომუტაციო) უზრუნველყოფა; დაკავშირების განხორციელ ე ბისას საიდუმლ ო ების მოთხოვნათა დაცვა და მისი მუდმივი კონტროლი; სააგენტოში დისციპლინური გადაცდომებისა და სხვა დარღვევების, ტექნიკური დაზიანებებისა და საგანგებო შემთხვევების სამსახურებრივი შემოწმება, ანალიზი და რეაგირების ღონისძიებათა შემუშავება; საგანგებო და საომარი მდგომარეობისას სააგენტოს სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;
დ)მეოთხე სამმართველო (ადმინისტრაციული სამმართველო),რომლის ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების საკადრო, საფინანსო, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.“;
ბ) ბრძანებულების მე-8 პუნქტით დამტკიცებული №4 დანართის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ,,9. | კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებული არ არის სახელმწ ი ფოს წილობრივი მონაწილეობით) – სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებულია სახელმწ ი ფოს წილობრივი მონაწილეობით) – სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი