საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.06.2001
ძალის დაკარგვა 13.09.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №254
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 02/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2002-2005 წლების ერთიანი გეგმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 10.09.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold; text-decoration:underline;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№254
2001 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების თანდართული ერთიანი გეგმა.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმის შესრულება.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის N776 ბრძანებულება.
ე.შევარდნაძე
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების 2001-2003 წლების ერთიანი გეგმა
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ცალკეულ დარგებში პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმა 2001-2003 წლებისათვის (შემდგომში - ერთიანი გეგმა) შემუშავებულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პრივატიზების პროცესის ანალიზისა და შედეგების, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის საარჩევნო პროგრამის, ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის, სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პროგრამის, საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს მრჩევლის ეკონომიკის საკითხებში ლ. ბალცეროვიჩის ანგარიშისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის მიზნები და ამოცანები
ერთიანი გეგმა განსაზღვრავს საჯაროობის საფუძველზე ცალკეულ დარგებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნებს, მის პრიორიტეტულ მიმართულებებს, აზუსტებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და ურთიერთობებს ამ პროცესში, მოიცავს პოსტპრივატიზების პერიოდს და სახავს ღონისძიებებს ამ გეგმის რეალიზებისა და დასახული მიზნების შესასრულებლად.
ერთიანი გეგმის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
_ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის დაჩქარება და ძირითადად დასრულება;
_ კონკურენტული გარემოს შექმნა, დემონოპოლიზაცია და ანტიმონოპოლიური მექანიზმების გაძლიერება;
_ საპრივატიზებო საწარმოებში ინვესტიციების მოზიდვა;
_ პრივატიზების პროცესში მესაკუთრეთა და მეწარმეთა ფენის მხარდაჭერა;
_ სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში შემოსავლების გაზრდა;
_ პრივატიზებული საწარმოების დროულად და ეფექტიანად ამოქმედებისათვის ხელშეწყობა;
_ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის პროცესის სისტემატიზაცია და სრულყოფა;
_ სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში არსებული სახელმწიფო აქციების (წილის) აღრიცხვისა და მართვის საკითხების სრულყოფა;
_ სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და განკარგვის საკითხების სრულყოფა;
_ მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მონიტორინგი;
_ სოციალური დაცვის მიზნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ხელშეწყობა.
ერთიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობის მიზნით მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები:
_ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფით რისკის ფაქტორის შემცირება;
_ ინვესტიციების მოზიდვისათვის ლიბერალური და მიმზიდველი გარემოს შექმნა, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად;
_ საპრივატიზებო საწარმოებში ინვესტორების მოზიდვისა და საინვესტიციო პოლიტიკის ლიბერალიზაციის, თანამედროვე მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების დანერგვის, კვალიფიციური კადრების დასაქმებისათვის ხელშეწყობა;
_ ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა;
_ სუფთა ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის თანამედროვე მენეჯმენტის სისტემის განვითარება;
_ საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება;
_ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა;
_ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა;
_ ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება.
ერთიანი გეგმის მიხედვით პრივატიზების პროცესი წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
ენერგეტიკა
განხორციელდება სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება ინვესტიციების მოზიდვის სავალდებულო პირობით.
მსოფლიო ბანკის ენერგეტიკის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის მოთხოვნათა შესაბამისად სამხარეო პრინციპით გაერთიანებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების (სს “მცხეთა-მთიანეთის ენერგოკომპანია”, სს “სამცხე-ჯავახეთის ენერგოკომპანია”, სს “იმერეთის ენერგოკომპანია”, სს “ქვემო ქართლის ენერგოკომპანია”, სს “შიდა ქართლის ენერგოკომპანია”, სს “გურიის ენერგოკომპანია”, სს “სამეგრელო-ზემო სვანეთის ენერგოკომპანია”, სს “რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ენერგოკომპანია”) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების მიზნით 2001 წლის განმავლობაში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გენერაციის ობიექტების: სააქციო საზოგადოებების “რიონჰესის”, “ლაჯანურჰესის”, “გუმათჰესების კასკადის”, “ტყიბულჰესის”, “შაორჰესისა” და “ვარციხეჰესის კასკადის’ აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება ან მართვის უფლებით გადაცემა, ასევე 2000 წლის სექტემბრამდე მოხდება სააქციო საზოგადოება “ელექტროგადაცემის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების, შპს “ელექტროდისპეტჩერიზაცია _ 2000”-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პოტენციური ინვესტორებისათვის მართვის უფლებით გადაცემა.
ამასთან, პოტენციური ინვეტორის არსებობის შემთხვევაში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდება ზემოაღნიშნული ენერგოკომპანიების კიდევ უფრო გამსხვილება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ენერგოკომპანიებად და მათი შეთავაზება ასევე პოტენციური ინვესტორებისათვის.
განხორციელდება სს “თბილსრესის” რესტრუქტურიზება და მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკების გრძელვადიანი მართვის უფლებით გადაცემა ან პრივატიზება.
გაზის სექტორი
2001 წლის ბოლომდე განხორციელდება ქალაქებისა და რაიონების გაზის მეურნეობის საექსპლოატაციო საწარმოების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების (მ.შ. სს “თბილგაზის”) აქციათა პაკეტების პრივატიზება. პოტენციური სტრატეგიული ინვესტორის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება შპს “საქთხევადგაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პრივატიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვანახშირის მრეწველობა
განხორციელდება ქვანახშირის მრეწველობის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება.
განხორციელდება სააქციო საზოგადოება “ტყიბულნახშირის” აქციების საკონტროლო პაკეტის პრივატიზება პოტენციურ ინვესტორზე.
ნავთობპროდუქტები
სახელმწიფო კომპანია “საქნავთობის” რესტრუქტურიზაციის შედეგად დარჩენილი სააქციო საზოგადოების კაპიტალში არშესული ქონების პრივატიზება განხორციელდება 2001 წლის ბოლომდე.
განხორციელდება კომერციულ - საშუამავლო საწარმოების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზება.
მშენებლობა
დასრულდება სამშენებლო დარგის ობიექტების რესტრუქტურიზება და პრივატიზება.
შემუშავებული იქნება წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის (მათ შორის მსხვილი ქალაქების წყალმომარაგება-კანალიზაციის სფერო) პრივატიზების ან მართვის უფლებით გადაცემის სტრატეგია, რის შემდეგაც განხორციელდება სისტემის რესტრუქტურიზება და პრივატიზება ან გრძელვადიანი მართვის უფლებით გადაცემა.
სოფლის მეურნეობა
გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სოფლის მეურნეობის საწარმოთა ბაზაზე დაფუძნებული სააქციო და შეზღუდული პაუხისმგებლობის საზოგადოებების აქციათა პაკეტების (წილების) პრივატიზება. გაგრძელდება სამელიორაციო ასოციაციებისათვის შიდა სამეურნეო სარწყავი სისტემების (გარდა დიდი სიმძლავრის სათავე ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა) გადაცემა, შემდგომში პრივატიზების პირობით.
დაიწყება საცდელი სადგურების, საყრდენი პუნქტების, ექსპერიმენტული მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე, საჯიშე მეურნეობების, მანქანათგამოსაცდელი სადგურების, სელექციური მიღწევების გამოცდის, ნაკვეთებისა და მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პრივატიზება, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მრეწველობა
განხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სტრუქტურული გარდაქმნის (SAC) III კრედიტის პირობებით გათვალისწინებული პირველი რიგის საწარმოთა რესტრუქტურიზება, მათი სიცოცხლისუნარიანობის გათვალისწინებით მოხდება ამ ქონების პრივატიზება ან ლიკვიდაცია და აქტივების პრივატიზება.
სს “ელმავალმშენებლისა” და სს “ელექტროვაგონშემკეთებლის” აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზება მოხდება სიმბოლური ფასით, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.
განხორციელდება სს “საქტრაქტორის” რესტრუქტურიზების შედეგად მიღებულ საწარმოთა პრივატიზება ან ლიკვიდაცია და აქტივების პრივატიზება.
განხორციელდება სს “კოლხიდას” რესტრუქტურიზება და პრივატიზება.
განხორციელდება სს “ქიმბოჭკოსა” და სს “ტამის” გაკოტრება.
განხორციელდება სააქციო საზოგადოება “აზოტის”, “ელექტრომექანიკოსის”, “საქაბრეშუმისა” და “ლითოფონის” აქციათა საკონტროლო პაკეტების პრივატიზება.
პოტენციური ინვესტორის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” რესტრუქტურიზება და გარკვეული აქტივების პრივატიზება.
სტრატეგიული ინვესტორის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება სს “მადნეულის” აქციათა პრივატიზება.
განხორციელდება სამრეწველო საწარმოთა ბაზაზე დაფუძნებული სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
განხორციელდება ყოფილი დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროების პრივატიზება, სახელმწიფო დაკვეთის დადგენილი წესით შესრულების სავალდებულო პირობით.
ტრანსპორტი
განხორციელდება სატრანსპორტო დარგის საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება.
ფოთის საზღვაო ნავსადგური
“ფოთის საზღვაო ნავსადგურის როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების, “ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზებისა და მოდერნიზების დამტკიცების და განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 სექტებრის №484 ბრძანებულების შესაბამისად და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის რესტრუქტურიზება და საოპერატორო ფუნქციების მქონე ერთეულების გრძელვადიანი იჯარით გაცემა. №2 ნავმისადგომზე ახალი საბორნე ტერმინალისა და სხვა ტერმინალების გრძელვადიანი იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადდება ტენდერი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა”
დასრულდება შპს “საქართველოს რკინიგზის” საწესდებო კაპიტალში არშესული ინფრასტრუქტურის (არასაწარმოო დანიშნულების) ობიექტების პრივატიზება. განხილული იქნება საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციური სრულყოფის, მისი ტექნიკური ბაზის განვითარებისა და მოდერნიზების საკითხი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
საავტომობილო გზები
დასრულდება საავტომობილო გზების დარგის საწარმოების პრივატიზება.
მსოფლიო ბანკის პროექტის, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ალტერნატიული პარალელური გზის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება საავტომობილო გზების პრივატიზება.
კავშირგაბმულობა
განხორციელდება კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 22 თებერვლის №75 ბრძანებულებით დამტკიცებული“ საქართველოს ტელეკომუნიკაციის სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის” თანახმად და ტელეკომუნიკაციის სექტორში პრივატიზების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე განხორციელებისათვის, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით, სექტორში არსებული საწარმოთა _ სააქციო საზოგადოება “საქართველოს ელექტროკავშირის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა 75 პროცენტისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქართველოს ტელეკომის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (51 პროცენტი) პრივატიზება საერთაშორისო კონკურსის ფორმით განხორციელდება 2001 წლის ბოლომდე.
ეტაპობრივად განხორციელდება შპს “ინფორმატიკისა და მონაცემთა გადაცემის რესპუბლიკური ცენტრის”, რადიოსატრანსლაციო ქსელის (გარდა სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებებისა და საანტენო-საფიდერო მოწყობილობებისა) და სხვათა პრივატიზება, უპირატესად კონკურსის (საინვესტიციო პირობებით) ფორმით.
ჯანდაცვა
გაგრძელდება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ობიექტთა რესტრუქტურიზება და პრივატიზება, საჭირობის მიხედვით სახელმწიფო დაკვეთის შესრულების სავალდებულო პირობებით.
მსოფლიო ბანკის პროექტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ოპტიმიზაციის გეგმისა და პირობების გათვალისწინებით განხოციელდება ჯანდაცვის სფეროს ობიექტთა პრივატიზება უპირატესად კონკურსისა და აუქციონის ფორმით.
განათლება
საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა, განხორციელდება განათლების სფეროს გამოუყენებელი და იმ სასწავლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობათა პრივატიზება, რომელთა დაფინანსებაც არ ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამასთან, მოქმედი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების სტრატეგიისა და ფუნქციის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე.
ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის იმ დაწესებულებათა პრივატიზება, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვა და პრივატიზება
სამინისტროები და უწყებები, რომლებსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების წილი (აქციები), საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დადგენილი წესით რეგულარულად წარუდგენენ საწარმოთა სიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შესატანად და წინადადებებს მათი პრივატიზების დასაჩქარებლად.
სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება ცალკეული სტრატეგიული დანიშნულების საწარმოები (მაგალითად ფოთის საზღვაო ნავსადგური, სს “საქაერონავიგაცია”, სს “ელექტროგადაცემა”, შპს “საქართველოს რკინიგზა”, შპს “ელექტროდისპეტჩერიზაცია_2000” და სხვ.), რომლებიც ხანგრძლივი პერიოდით მართვის (ან იჯარის) უფლებით შესაძლებელია გადაეცეთ სტრატეგიულ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკებს საერთაშორისო კონკურსის მოწყობის გზით.
სამინისტროებისა და უწყებების წინადადებებით, რომლებსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების წილი (აქციები), განხორციელდება გამოუყენებელი და/ან არადანიშნულებით გამოყენებული შენობა-ნაგებობათა პრივატიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური.
საწარმოთა გაკოტრება, ლიკვიდაცია და აქტივების პრივატიზება
განხორციელდება იმ საწარმოთა გაკოტრება და ლიკვიდაცია, რომლებიც გატანილ იქნა საპრივატიზებოდ როგორც მთლიანი, ისე განახევრებული, გამეოთხედებული და ნულოვანი საწყისი ფასით და ვერ განხორციელდა მათი პრივატიზება. საწარმოთა გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ვალაუვალია ან კრედიტორული დავალიანებები მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოს აქტივებს.
განხორციელდება ყოფილი სახაზინო საწარმოების ლიკვიდაცია, რომლებიც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა გარდაქმნილიყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმით და ამა თუ იმ მიზეზების გამო ვერ განხორციელდა მათი გარდაქმნა.
უძრავი ქონება
გაგრძელდება დაუმთავრებელი მშენებლობისა და სააქციო საზოგადოებების ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების პრივატიზება.
განხორციელდება საქართველოს უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სასამართლო სისტემის გამოუყენებელი ქონების პრივატიზება, რომელიც არ წარმოადგენს საშტატო და სარეზერვო ქონებას.
ძალოვანი და სამართალდაცვის ორგანოების სისტემაში არსებული არასამხედრო (არასაშტატო და არასარეზერვო) ქონების სრული ინვენტარიზაციის (პასპორტიზაციის) საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით განხორციელდება გამოუყენებელი ქონების რეალიზაცია, იჯარით გაცემა ან გაქირავება.
“ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №334 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელდება სახელმწიფო ქონების სახელმწიფო-მუნიციპალურ დაქვემდებარებაში და ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა და მისი პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრივატიზებული საწარმოების მუშაობის ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფის ღონისძიებები
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განხორციელდება პრივატიზებული საწარმოების საქმიანობის მონიტორინგი და გაგრძელდება სახელმწიფო ქონების მყიდველთა მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი.
საინფორმაციო უზრუნველყოფა
პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ყოველ ხუთშაბათს მოეწყობა პრესკონფერენციები, გამოიცემა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენი “პრივატ-ნიუსი”, გამოიცემა გაზეთი “მესაკუთრე”, სატელევიზიო “სტუდია 4ს”-ის მიერ მომზადდება და ტელევიზიით გადაიცემა გადაცემები, რომლებშიც გაშუქდება სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ამსახველი მასალები, ანგარიშები, ინტერვიუები, განცხადებები ტენდერების, აუქციონების, კომერციული და საინვესტიციო კონკურსების შესახებ და მათი შედეგების ანალიზი, ინფორმაციები სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებსა და სასამართლო პროცესებზე, სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე, სხდომებსა და ვიზიტებზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლების, პრივატიზებული ობიექტების ახალ მესაკუთრეებთან ხელშეკრულებების გაფორმებასა და უკვე პრივატიზებულ საწარმოებში საკონკურსო პირობების შესრულების შესახებ, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების შესახებ საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტები და მათში შეტანილი ცვლილებები, სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში პრივატიზაციის განხორციელების პროექტები და პროგრამები, აგრეთვე სხვა მასალები.
პრივატიზების ვადებისა და ინფორმაციის გავრცელების მოწესრიგების მიზნით საპრივატიზებო ობიექტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება გაზეთებში “საქართველოს რესპუბლიკა”, “რეზონანსი” და “ჯორჯიან თაიმსი”. ინფორმაცია გავრცელდება ინტერნეტისა და მსოფლიო ბანკის საინგორმაციო ქსელით და სხვა. სამინისტროს აქვს საკუთარი გვერდი ინტერნეტის ქსელში შემდეგ მისამართზე www.georgia.net.ge/mospm
მოსახლეობის ფართო ფენებს სისტემატურად მიეწოდება ინფორმაციები ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების შემდეგ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
ყოველწლიურად გამოიცემა საინვესტიციო ცნობარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მომზადდება მეხუთე გამოცემა წიგნისა “სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოკლე ანალიზი და ნორმატიული დოკუმენტები”.
გაზეთი “მესაკუთრე” 2001 წლიდან გავრცელდება ინტერნეტის ქსელში.