საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1274
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 05/03/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:

     „მუხლი 1271

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონის საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის საკრებულოში მის ადგილს იკავებს იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი შესაბამისი საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 12 თებერვალი.

N1274-IIს 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.02.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.02.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1274. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.04.001.001.030.
სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ“, №1274, 12.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.030 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15922/