ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2012
ძალაში შესვლა 01.01.2012
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 939 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2012 მიღება
01.01.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ზონის დასახელება ტერიტორიული კოეფიციენტი
ქ.ონი 0.28
ონის მუნიციპალიტეტის სოფლები 0.14
სოფლებს შორის არეალი 0.07
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები (უწერა, გლოლა, შოვი) 0.14

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt 49.55pt .25in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 11           2012 წლის  17 თებერვალი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი წლიური საბ აზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.  შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 2.  ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. 3.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. 4.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 22 თებერვლის №05 დადგენილება. 5.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. საკრებულოს თავმჯდომარე        შ. ჯაფარიძე                                                                                                      დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები     მუხლი 1🔗. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე –  3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. 2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება : ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. 3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.     მუხლი 2🔗. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა)  100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით; ბ)  100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.     მუხლი 3🔗. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:  ა) სათიბებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 3.75 ლარი; ბ) საძოვრებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 2.25 ლარი; გ) საკარმოდამო, სახნავ და სხვა მიწის ნაკვეთებზე (კარგი და მწირი) – 56 ლარი . 2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 25 ლარს. 3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს .     მუხლი 4🔗. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით: ზონის დასახელება ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში წლიური გადასახადის განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში (2X3) 1 2 3 4 ქ.ონი 0.28 0.24 0.0672 ონის მუნიციპალიტეტის სოფლები 0.14 0.24 0.0336 სოფლებს შორის არეალი 0.07 0.24 0.0168 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები (უწერა, გლოლა, შოვი) 0.14 0.24 0.0336     მუხლი 5🔗. გადასახადისგან გათავისუფლება ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.