⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.08.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2012
ძალის დაკარგვა 04.08.2014
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,284 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2012 მიღება
04.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyText2Char { } span.BodyTextIndentChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 37.3pt 14.2pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2012 წლის 17 თებერვალი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №17 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეობის შემსრულებელი        ზ. ლომიძე დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში _ გამგეობა) უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი გამგეობა არის ყვარლის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.          მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 4🔗. გამგეობაში სამუშაო და საქმის წარმოების ენა გამგეობაში სამუშაო და საქმის წარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.     მუხლი 5🔗. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი 1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დროშა. 2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გერბი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 31.05.2010 წლის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის“ და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.     მუხლი 6🔗. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი გამგეობას აქვს თვითმმართველი ერთეულის გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი. 1. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).     მუხლი 7🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1.     მუხლი 8🔗. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი. 2. გამგებელს ჰყავს მოადგილეები. მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.     მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება (ბიურო). ბ) საფინანსო სამსახური; გ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური; დ) ზედამხედველობის სამსახური; ე) ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური; ვ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;  ი) სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახური;  კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 10🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები 1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქ. ყვარლის ტერიტორიული ორგანო ბ) სოფელ მთისძირის ტერიტორიული ორგანო გ) სოფელ ბალღოჯიანის ტერიტორიული ორგანო დ) ახალსოფლის თემის ტერიტორიული ორგანო ე) ჭიკაანის თემის ტერიტორიული ორგანო ვ) სოფელ გავაზის ტერიტორიული ორგანო ზ) კუჭატანის თემის ტერიტორიული ორგანო თ) სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანო. ი) სოფელ ენისლის ტერიტორიული ორგანო კ) საბუის თემის ტერიტორიული ორგანო ლ) გრემის თემის ტერიტორიული ორგანო 3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 11🔗. გამგეობის თანამდებობის პირები  გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილეები; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები; დ) თვითმართელი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები.     მუხლი 12🔗. გამგებელი 1. გამგებელს, საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. გამგებელი: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის; ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს; ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით; ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს; დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, გამგეობისა და სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისგან ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები სამუშაო ჯგუფში მოიწვევიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; ვ) ხელმძღვანელობს ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ გაფორმებას; ზ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას; თ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად; ი) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს; ლ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან; მ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ო) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს; პ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; ჟ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს; რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 13🔗. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებლის მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, აგრეთვე ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად, სამუშაო გეგმის შესაბამისად, წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 15🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 1. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის საქმიანობისთვის ხელის შეწყობის მიზნით, ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან გამგეობის სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით. 5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 7. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 16🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.     მუხლი 17🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება 1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 18🔗. სამართლებრივი აქტები 1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად. 2. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს. 3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი მივლინების, შვებულების და სხვათა შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 19🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს. 3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კოორდინაციას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს. 4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს გამგებელი.     მუხლი 20🔗. სამართლებრივი აქტების გაფორმება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 3. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.     მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).