,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 21.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-6/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,933 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მხედველობის ორგანოს ა ნომალია, ფუნქციის გამოხატული უკმარისობით ( ანოფთალმი, ავთვისებიანი ეგზოფთალმი, მხედველობის ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა)
3 მხედველობის ველის 20​0 - ზე მეტით შეზღუდვა ნებისმიერ მხარეს. აბსოლუტური ან ნაწილობრივი ცენტრალური სკოტომა
4 ფერთა შეგრძნების დარღვევა (პროტანატოპია, დეიტერანოპია, „ A“ ტიპის პროტანომალია, „ A“ ტიპის დეიტერანომალია)
6 ფერთა აღქმის დარღვევა: ა) დიქრომაზია; ბ) ანომალ იუ რი ტრიქრომაზია I ტიპის; II ტიპის;
7 არასტაბილიზებული, არაკომპენსირებული პირველადი და მეორადი გლაუკომა
8 ერთ თვალზე ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებანი (პიგმენტური რე ტი ნიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის ჩამო შ ლა და სხვა)
9 ჩვეულებრივი საუბრის აღქმ ა არანაკლებ 3 მეტრიდან, ხოლო ჩურჩულით – არანაკლებ 1 მეტრიდან ორივე ან ერთი ყურით
10 ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც იწვევს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევას, თავბრუსხვევას
11 ა) ზედა კიდურის (ან მტევნის) უქონლობა           ბ) ზედა ორივე კიდურის უქონლობა
13 მსხვილი სახსრის მყარი კონტრაქტურა ან ანკილოზი , ზედა ან / და ქვედა კიდურის გრძელი ძვლის ცრუ სახსარი , ჩვეული ამოვარდნილობა მხრის სახსარში , კვირისტავის ჩვეული ამოვარდნილობა
14 ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, მიმდინარე მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით
15 ენდოკარდის, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები გართულებული: გულის II – IV ხარისხის უკმარისობ ით , თრომბოემბოლი ით , პერიკარდის შეხორცებები თ და სხვა
17 სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის , ტრავმის შედეგად ჩამოყალიბებული მდგომარეობები) გართულებული სუნთქვის უკმარისობის II ხარისხით
18 თირკმ ე ლებისა და საშარდე გზების ქრონიკული დაავადებები თირკმლის უკმარისობით (დაავადების III-V სტადია)
19 ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები, მყარი რემისიის ფარგლებშიც
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt 49.5pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01- 6 / ნ- № 134 2012 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ „ საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე -3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად , ვბრძანებთ:  მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები” (დანართი 1).  მუხლი 2🔗. დამტკიცდეს „ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესი“ (დანართი 2 ). მუხლი 3🔗 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ურუ შაძე ივ. მერაბიშვილი დანართი 1 ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები” 1. ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უკუნაჩვენებია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა : № დაავადებები და ფიზიკური ანომალიები კატეგორია (A, B, C, D, E, T1, T2, T3, T4) შენიშვნა 1 მხედველობის ორგანოს ა ნომალია, ფუნქციის გამოხატული უკმარისობით ( ანოფთალმი, ავთვისებიანი ეგზოფთალმი, მხედველობის ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა) ყველა კატეგორია 2 თვალის მამოძრავებელი ნერვების მყარი დამბლა და პარეზი: ფთოზი, რომელიც უშლის მხედველობას, პარალიზური სიელმე, ლაგოფთალმი, პირდაპირი ცქერისას ნისტაგმი რ ებული სიელმე და შორ მანძილზე მხედველობისას ბინოკულარული მხედველობის დარღვევა ყველა კატეგორია 3 მხედველობის ველის 20 ​0 - ზე მეტით შეზღუდვა ნებისმიერ მხარეს. აბსოლუტური ან ნაწილობრივი ცენტრალური სკოტომა ყველა კატეგორია 4 ფერთა შეგრძნების დარღვევა (პროტანატოპია, დეიტერანოპია, „ A“ ტიპის პროტანომალია, „ A“ ტიპის დეიტერანომალია) ყველა კატეგორია 5 რეფრაქციის ანომალიით, თვალის ფსკერის ცვლილებებით, სხივის გარდამტეხი სისტემის შეზღუდვით ან სხვა ორგანული ხასიათის მიზეზებით გამოწვეული მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში – მხედველობის სიმახვილე 0,8 ერთ თვალზე, თუ მეორეზეა 0,4; ყველა კატეგორია ა) მხედველობის სიმახვილე განისაზღვრება კორექციით. მაქსიმალურად დასაშვები კორექცია: ახლომხედველობისა და შორსმხედველობის შემთხვევაში 6,0 დიოპტრი. ასტიგმატიზმის შემთხვევაში – 3,0 დიოპტრი. სხვადასხვა რეფრაქციის შემთხვევაში ბინოკულარული რეფრაქცია 2,0 დიოპტრი ; ბ) ცალ თვალში მხედველობის არარსებობის შემთხვევაში, მეორე თვალში 1,0 მხედველობის არსებობის ას საკითხი წყდება ინდივიდუალურ ად . 6 ფერთა აღქმის დარღვევა: ა) დიქრომაზია; ბ) ანომალ იუ რი ტრიქრომაზია I ტიპის; II ტიპის; ყველა კატეგორია 7 არასტაბილიზებული, არაკომპენსირებული პირველადი და მეორადი გლაუკომა ყველა კატეგორია 8 ერთ თვალზე ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებანი (პიგმენტური რე ტი ნიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის ჩამო შ ლა და სხვა) ყველა კატეგორია 9 ჩვეულებრივი საუბრის აღქმ ა არანაკლებ 3 მეტრიდან, ხოლო ჩურჩულით – არანაკლებ 1 მეტრიდან ორივე ან ერთი ყურით ყველა კატეგორია, გარდა ,,B” კატეგორიისა დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მ იღწევის შემთხვევაში (ოპერაციული ჩარევა, პროტეზირება, კორექცია და ა.შ) საკითხი წყდება ინდივიდუალურად 10 ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც იწვევს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევას, თავბრუსხვევას ყველა კატეგორია 11 ა) ზედა კიდურის (ან მტევნის) უქონლობა ბ) ზედა ორივე კიდურის უქონლობა ყველა კატეგორია ყველა კატეგორია დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მ იღწევის შემთხვევაში (ოპერაციული ჩარევა, პროტეზირება, კორექცია და ა.შ) საკითხი „B” კატეგორიისათვის წყდება ინდივიდუალურად 1 2 ა) მარცხენა ქვედა კიდურის (ან ტერფის) არარსებობა ბ) ქვედა კიდურების (ან მარჯვენა ქვედა კიდურის ან ტერფის) უქონლობა ყველა კატეგორია, გარდა „B” კატეგორიისა გარდა „B” კატეგორიის ხელით სამართავი ავტომობილისა 13 მსხვილი სახსრის მყარი კონტრაქტურა ან ანკილოზი , ზედა ან / და ქვედა კიდურის გრძელი ძვლის ცრუ სახსარი , ჩვეული ამოვარდნილობა მხრის სახსარში , კვირისტავის ჩვეული ამოვარდნილობა ყველა კატეგორია დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მ იღწევის შემთხვევაში (ოპერაციული ჩარევა, პროტეზირება, კორექცია და ა.შ) საკითხი წყდება ინდივიდუალურად 14 ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, მიმდინარე მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით ყველა კატეგორია ა) დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მ იღწევის შემთხვევაში საკითხი წყდება ინდივიდუალურად; ბ) ქვედა კიდურ(ებ)ის მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლის შემთხვევაში დასაშვებია „B” კატეგორიის ხელით სამართავი ავტომობილის მართვა; გ) მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლის შემთხვევაში დასაშვებია „B” კატეგორიის ავტომობილის მართვა 15 ენდოკარდის, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები გართულებული: გულის II – IV ხარისხის უკმარისობ ით , თრომბოემბოლი ით , პერიკარდის შეხორცებები თ და სხვა ყველა კატეგორია 16 ინტენსიური ანტიანგინალური თერაპიის ფონზე არსებული II –IV ფ.კ. სიმძიმის სტენოკარდია; იმპლანტაციის შემდგომი (პეისმეიკერი, დეფიბრილატორი) გამოხატული დისფუნქციური მდგომარეობები; პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან პარკუჭთა ფიბრილაციის ეპიზოდები ანამნეზში; მკურნალობისადმი რეზისტენტული, სიცოცხლისათვის საშიში სხვა არითმიები; გულის სარქვლის დაავადებები (მათ შორის, პროტეზირების შემდგომი მდგომარეობები) გართულებული გულის უკმარისობით II–IV ფ.კ. ყველა კატეგორია 17 სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის , ტრავმის შედეგად ჩამოყალიბებული მდგომარეობები) გართულებული სუნთქვის უკმარისობის II ხარისხით ყველა კატეგორია დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მ იღწევის შემთხვევაში (ოპერაციული ჩარევა, კორექცია და ა.შ) საკითხი წყდება ინდივიდუალურად 18 თირკმ ე ლებისა და საშარდე გზების ქრონიკული დაავადებები თირკმლის უკმარისობით (დაავადების III-V სტადია) ყველა კატეგორია 19 ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები, მყარი რემისიის ფარგლებშიც ყველა კატეგორია 20 ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, მიმდინარე მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით ყველა კატეგორია 2 1 ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, დიაგნოზის მოხსნის არანაკლებ 3 წლამდე. ყველა კატეგორია 22 გონებრივი ჩამორჩენილობა ყველა კატეგორია 2 3 ეპილეფსია ნებისმიერი ეტიოლოგიის გულყრითი განტვირთვებით ყველა კატეგორია დანართი 2 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესი     მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი ადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის წესსა და პირობებს. 2. სააგენტოს მიერ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენა სავალდებულოა, თუ არსებობს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.     მუხლი 2🔗 1. სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა), აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა. 3. კატეგორია – ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების „A”, „B”, „C”, „D”, „E”, „T1”, „T2”, „T3”, „T4“, კატეგორიად კლასიფიკაცია. 4. ხელით სამართავი ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაკეთებული (მოდიფიცირებული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ მოსახერხებლად სამართავად. 5. ექიმი-სპეციალისტი – პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი. 6. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ამ წესის მე-3 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული, დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის ამსახველი დოკუმენტი.     მუხლი 3🔗 1. დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა დგინდება სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი-სპეციალისტების მიერ ადგილზე ვერ ხერხდება დაინტერესებული პირის სრულყოფილი გამოკვლევა, პირი იგზავნება სხვა დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევებისა და კონსულტირების მიზნით და იქიდან წარმოდგენილი დასკვნ(ებ)ის საფუძველზე გაიცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების შესაბამისად (შემდგომში – ფორმა – № IV-100/ა). 2. სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტების მიერ დაინტერესებული პირის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა დგინდება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად. 3. თუ დაინტერესებულ პირს აღენიშნება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით განსაზღვრული დაავადება ან/და ფიზიკური ანომალია და ჩატარებული მკურნალობის შედეგად (ოპერაციული ჩარევა, პროტეზირება, კორექცია და ა.შ) მიღწეულია ფუნქციონალური გაუმჯობესება, სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტების მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის საკითხი წყდება ინდივიდუალურად.  4. დაინტერესებული პირის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, თუ დაინტერესებულ პირს აღენიშნება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით განსაზღვრული დაავადება ან/და ფიზიკური ანომალია, ექიმი-სპეციალისტი ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მიუთითოს მართვის უფლების რეკომენდებული კატეგორია. 5. თუ დაინტერესებულ პირს აღენიშნება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით განსაზღვრული დაავადება ან/და ფიზიკური ანომალია და თუ დაინტერესებული პირისათვის რეკომენდებულია მხოლოდ „ხელით სამართავი ავტომობილის“ მართვა, ამის შესახებ ექიმი-სპეციალისტი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ( ფორმა – № IV-100/ა). 6. ექიმი სპეციალისტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მართვის უფლების მისაღებად დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გასცეს ცნობა შეზღუდული ვადით. ასეთ შემთხვევაში, ექიმი-სპეციალისტი ცნობაში აფიქსირებს რეკომენდაციას მძღოლის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე და უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმების თარიღს.     მუხლი 4🔗 1. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა ამ ბრძანებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი, თუ დაინტერესებული პირის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას გამოვლინდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე. 3. მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, აგრეთვე ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღსადგენად კანონმდებლობით განსაზღვრულ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად, დაინტერესებული პირი ვალდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით დადგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადასტურების მიზნით, დამატებით წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, თუ: ა) დაინტერესებული პირი ახორციელებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეჩერებული მართვის უფლების აღდგენას; ბ) დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი;  დ) არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოება, როდესაც პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი; ე) ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში დაცულია ინფორმაცია დაინტერესებულ პირზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ვ) დაინტერესებულმა პირმა წარმატებით ვერ ჩააბარა „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანების 33 ​1 მუხლით განსაზღვრული ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. 4. კანონმდებლობით უფლებამოსილების განხორციელებისას სააგენტოს თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაში საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (ან მისი თანამშრომელი) არ არის ვალდებული, დაასაბუთოს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.     მუხლი 5🔗 ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, გარდა ექიმი-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა № IV-100/ა), დაინტერესებული პირი ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, აგრეთვე ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღსადგენად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს: ა) სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, თუ დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; ბ) უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი, თუ: ბ.ა) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი; ბ.ბ) არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოება.     მუხლი 6🔗  „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანების 21 ​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე მართვის უფლების მინიჭების ან აღდგენის საკითხი განიხილება, მხოლოდ ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ პირის სამხედრო სამსახურისათვის გავარგისებულად ცნობის შემდგომ.