თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე

მიღების თარიღი 14.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5685-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010080000.09.001.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2012
matsne.gov.ge 1,065 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Char2CharCharChar, li.Char2CharCharChar, div.Char2CharCharChar {mso-style-name:"Char2 Char Char Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №154 განკარგულებით მოწონებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. 2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდეს თანდართული რუკების (დანართი №1 − საკადასტრო რუკა ორთოფოტოთი და დანართი №2 − საკადასტრო აზომვითი ნახაზი) და დანართი №3-ის („თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ნაწილის) აღწერის“) შესაბამისად. 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად. 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუკები ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 5. ქალაქ რუსთავის მერიამ განახორციელოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს მთავრობამ ქალაქ რუსთავის მერიასთან ერთად 2012 წლის 31 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა. 7. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების მიღებამდე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღნიშნული დადგენილებით მოქცეულ ტერიტორიაზე გავრცელდეს ამ დადგენილების მიღებამდე შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო და სატარიფო ნორმატივები. 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე თბილისი, 2012 წლის 14 თებერვალი. №5685-Iს დანართი №3 თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ნაწილის) აღწერა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრის საწყისი წერტილია თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გადაკვეთის წერტილი, რომლის კოორდინატებია: X−495740,386; Y−4605446.658 და რომელიც მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის წერტილზე. შემდეგ საზღვარი მიუყვება მინდვრის გზას თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მე-16 კმ-ის მარცხენა სანაპირომდე, კრწანისის ტყე-პარკის საზღვრის გავლით, რომლის სიგრძეა 990 მეტრი. შემდეგ საზღვარი მიემართება თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მე-16 კილომეტრის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყოფილ „სათბურებამდე“, 800 მეტრზე. შემდეგ საზღვარი კვეთს გზატკეცილს და მიუყვება სამხრეთით კრწანისის სასწავლო ცენტრისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს ყოფილი „სათბურების“ ბოლომდე, 1430 მეტრზე. ყოფილი „სათბურების“ ბოლოდან საზღვარი მიუყვება სოფ. მთისძირისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, შემდეგ სოფ. მთისძირის საზღვარს და სრულდება სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ყოფილ „ღორების ფერმასთან“, 6,5 კილომეტრზე. ყოფილი „ღორების ფერმიდან“ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთით იაღლუჯის ჩრდილო ქედამდე, ყოფილ „მებაღეობის წევრთა დასახლებამდე“, 3,2 კილომეტრზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მომსახურების სააგენტომდე, გარდაბანი-რუსთავის ძველ საზღვრამდე, 4,8 კილომეტრზე. შემდეგ საზღვარი მიუყვება ძველ საზღვარს აღმოსავლეთით და 900 კვ. მ ფართობის ნაკვეთების საზღვარს თურქული სკოლის ღობის დასავლეთ კუთხემდე, 1570 მეტრზე. ამ კუთხიდან საზღვარი გადის თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალის პარალელურად, სამხრეთით, 200 მეტრზე, და კვეთს მაგისტრალს იაღლუჯის რეზერვუარების მახლობლად (დაახლოებით 50 მეტრში), 2,3 კილომეტრზე. მაგისტრალის გადაკვეთის შემდეგ საზღვარი გრძელდება გზის მარცხენა მხარეს, წითელი ხიდისკენ, 2,1 კილომეტრზე, მიემართება მდ. მტკვრის მიმართულებით, მიუყვება მდ. მტკვრის მარჯვენა საზღვარს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით და მარჯვნიდან მარცხნივ კვეთს მდ. მტკვარს წიდასაყარის დასაწყისში, დასავლეთით, 4,5 კილომეტრზე. შემდეგ საზღვარი მიუყვება წიდასაყარის საზღვარს, გარშემო უვლის წიდასაყარს აღმოსავლეთიდან, 3,7 კილომეტრზე, და მიემართება მარჯვნივ, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ცემენტის ქარხნის მიმართულებით, 1,2 კილომეტრზე. შემდეგ საზღვარი უხვევს მარცხნივ და მიუყვება ტყის ზოლს 360 მეტრზე. შემდეგ იგი უხვევს მარჯვნივ, დასახლების დასავლეთ მხარეს, 250 მეტრზე. შემდეგ საზღვარი კვლავ უხვევს მარჯვნივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, 260 მეტრზე, და მიუყვება დასახლების გზას. გზის მარცხენა ნაწილიდან საზღვარი უერთდება მარის არხს და კვეთს მას ხიდით (ცემენტის ქარხნის კუთხიდან 90 მეტრში), 140 მეტრზე. შემდეგ საზღვარი მიემართება მარჯვნივ, არხის გასწვრივ, 970 მეტრზე, მიდის რკინიგზის მიმართულებით, კვლავ არხის გასწვრივ, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, და კვეთს რკინიგზას 570 მეტრზე. რკინიგზის გადაკვეთის შემდეგ საზღვარი მიუყვება არხს ქარხანა „ცენტროლიტის“ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხემდე (კუთხიდან 135 მეტრში), 1,9 კილომეტრზე. შემდეგ საზღვარი კვეთს არხს, მიდის ქარხანა „ცენტროლიტის“ ღობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხემდე, მიუყვება ღობეს 810 მეტრზე, უხვევს მარცხნივ კვლავ ღობის გასწვრივ, რკინიგზამდე, 630 მეტრზე, კვეთს რკინიგზას და აღმოსავლეთიდან უვლის ყოფილ ალუმინის ქარხანას 400 მეტრზე. შემდეგ საზღვარი მართობულად უხვევს მარჯვნივ, 530 მეტრზე, უხვევს კვლავ მარჯვნივ, აზოტის ქარხნის დამხმარე მეურნეობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხემდე, 680 მეტრზე, და მიუყვება ღობეს აზოტის ქარხნის საქვაბის მიმართულებით, 830 მეტრზე. აზოტის ქარხნის ღობის დასრულების შემდეგ საზღვარი უხვევს მარცხნივ, ღობის კუთხემდე, 520 მეტრზე, და მიუყვება აზოტის ქარხნის ღობეს ჩრდილო-დასავლეთით, 1,3 კილომეტრზე. შემდეგ საზღვარი მიემართება მარცხნივ, 100 მეტრზე, და მართობულად უხვევს მარჯვნივ, „რუსების დასახლების“ მიმართულებით, 2,1 კილომეტრზე. დასახლებიდან საზღვარი ზიგზაგისებურად უხვევს მარჯვნივ, ტბამდე, 1,5 კილომეტრზე, და გარშემო უვლის ტბას სამხრეთიდან, 780 მეტრზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება ჭყონდიდელის დასახლებას ბოლომდე, 1,8 კილომეტრზე. დასახლებიდან საზღვარი გრძელდება ჩრდილოეთით, 330 მეტრზე, და მიდის „რუსთავი-220“ ქვესადგურის მთავარ შესასვლელამდე, 430 მეტრზე. ქვესადგურის მთავარი შესასვლელიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით, სასაფლაოსაკენ მიმავალი გზისკენ, 440 მეტრზე. გზიდან საზღვარი მიემართება კვლავ აღმოსავლეთით, ქვესადგურის ჩრდილო-დასავლეთ კუთხემდე, 320 მეტრზე, ქვესადგურის ღობის კუთხიდან − ჩრდილოეთით, სასაფლაოს ჩრდილო კუთხისაკენ, 430 მეტრზე, და სასაფლაოს კუთხიდან მიუყვება სოფელ გაჩიანის საზღვარს დასავლეთით, რუსთავი-გაჩიანის გზაჯვარედინამდე, 630 მეტრზე. შემდეგ საზღვარი მიუყვება გზაჯვარედინს რუსთავისაკენ, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს 110 მეტრზე, კვეთს გზას მდ. მტკვრის მიმართულებით, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, 440 მეტრზე, მიემართება ჩრდილოეთით, „BP-ის“ ნავთობსადენის ხაზამდე, 350 მეტრზე, მარცხნიდან მარჯვნივ კვეთს მდ. მტკვარს ნავთობსადენის გასწვრივ, 480 მეტრზე, და ზიგზაგისებურად მიემართება მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ, საწყის წერტილამდე, 5,4 კილომეტრზე.