„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 01026002035105016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების პირველ ი მუხლ ი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ,,გამგეობა“) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან“;
გ) დებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2 გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით’’;
დ) დებულების მე-6 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი– რწმუნებული“;
ე) დებულების მე-7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს’’;
ვ) დებულების მე-8 მუხლის ,,ა.ბ’’, ,,მ’’, ,,მ.ა’,’ ,,მ.გ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს, გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს’’;
,,მ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით’’;
,,მ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს’’;
,,მ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ“;
ზ) დებულების მე-9 მუხლის მეორე პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში“;
თ) დებულების მე-11 მუხლის პირველი, მესამე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში ,,რწმუნებული’’) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
,,3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:“
ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;“
ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“
გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ“;
,,ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
„6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე“;
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი;
,,8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე“ ;
ი) დებულების მე-3 თავში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
,,1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. თვითმმართველი ერთეულის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
1. აბასთუმნის თემის ტერიტორიული ორგანო;
2. ანაკლიის თემის ტერიტორიული ორგანო;
3. სოფელ ახალ აბასთუმნის ტერიტორიული ორგანო;
4. სოფელ ახალკახათის ტერიტორიული ორგანო;
5. ახალსოფლის თემის ტერიტორიული ორგანო;
6. სოფელ განმუხურის ტერიტორიული ორგანო;
7. სოფელ გრიგოლიშის ტერიტორიული ორგანო;
8. დარჩელის თემის ტერიტორიული ორგანო;
9. დიდინეძის თემის ტერიტორიული ორგანო;
10. ერგეტის თემის ტერიტორიული ორგანო;
11. ინგირის თემის ტერიტორიული ორგანო;
12. სოფელ კახათის ტერიტორიული ორგანო;
13. კოკის თემის ტერიტორიული ორგანო;
14. კორცხელის თემის ტერიტორიული ორგანო;
15. ნარაზენის თემის ტერიტორიული ორგანო;
16. ოდიშის თემის ტერიტორიული ორგანო;
17. სოფელ ორსანტიის ტერიტორიული ორგანო;
18. ორულუს თემის ტერიტორიული ორგანო;
19. ოქტომბრის თემის ტერიტორიული ორგანო;
20. სოფელ ყულიშკარის ტერიტორიული ორგანო;
21. სოფელ რიყის ტერიტორიული ორგანო;
22. რუხის თემის ტერიტორიული ორგანო;
23. სოფელ ურთის ტერიტორიული ორგანო;
24. სოფელ შამგონის ტერიტორიული ორგანო;
25. ჩხორიის თემის ტერიტორიული ორგანო;
26. ცაიშის თემის ტერიტორიული ორგანო;
27. ჭაქვინჯის თემის ტერიტორიული ორგანო;
28. სოფელ ჭკადუაშის ტერიტორიული ორგანო;
29. სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიული ორგანო;
30. ჯიხაშკარის თემის ტერიტორიული ორგანო;
31. ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიული ორგანო.
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.
კ) დებულების მე-14 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“;
ლ) დებულების მე-15-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3 გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“
2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
3. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
4. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია