შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის დანაშაულთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასა და ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2011
ძალაში შესვლა 17.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2012
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის დანაშაულთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასა და ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:81.0pt 64.3pt 31.5pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის დანაშაულთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასა
და ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის პოლიცია, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“;
სურთ რა, განავითარონ და განამტკიცონ თავიანთ სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები;
ითვალისწინებენ რა, ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური უსაფრთხოების, ქონების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას;
მიიჩნევენ რა, რომ თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი დანაშაულთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში დახმარება და ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად;
იზიარებენ რა, წინამდებარე შეთანხმების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, კერძოდ 1957 წლის 13 დეკემბრის ევროპულ კონვენციას „ექსტრადიციის შესახებ“ და „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის შესახებ“ შეთანხმების დებულებებს, რომელთა მხარეებსაც მათი სახელმწიფოები წარმოადგენენ;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
ა) „დანაშაული“ ნიშნავს ყველა დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით;
ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა“ ნიშნავს ოპერატულ-სამძებრო, ძებნის და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც მიმართულია ძებნას დაქვემდებარებული პირების მოძებნასა და აღმოჩენაზე მათი შემდგომი დაპატიმრების ან მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, როდესაც აღნიშნული პირები იმყოფებიან ძებნის ინიციატორი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები და ფორმები
1. მხარეები თანამშრომლობენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში ძებნას დაქვემდებარებული შემდეგი კატეგორიის პირების მიმართ:
ა) ბრალდებული, წინასწარი და სასამართლო გამოძიებისაგან და სასჯელისაგან მიმალული პირები;
ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები;
გ) პირები, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, ან პირები, რომლებიც აღიარებულნი არიან სულით ავადმყოფებად და რომლებმაც დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ან სხვა ადგილი და რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია;
დ) არასრულწლოვნები, რომლებმაც დატოვეს ან გაიქცნენ თავიანთი საცხოვრებელი ან სხვა ადგილიდან და რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია;
ე) პირები, რომლებიც ავადმყოფობის ან ასაკის გამო ვერ ასახელებენ თავიანთ ვინაობას;
ვ) პირები, რომლებმაც დაკარგეს კავშირი ნათესავებთან;
ზ) სამოქალაქო საქმეებზე მოპასუხე (ვალდებული) პირები.
2. მხარეები აგრეთვე თანამშრომლობენ ამოუცნობი გვამების იდენტიფიკაციის საკითხებში.
3. მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ძებნას დაქვემდებარებული პირების პირადი მონაცემები;
ბ) ოპერატიული-სამძებრო, კრიმინალისტიკური, საიდენტიფიკაციო და სხვა შესაბამისი ინფორმაცია;
გ) ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სამძებრო ღონისძიებების განხორციელების მოწინავე ფორმებთან და მეთოდებთან;
დ) სამართლებრივი ინფორმაცია და ინფორმაცია შესაბამის კანონმდებლობაზე;
ე) მონაცემები და ინფორმაცია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ან რეგისტრაციის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მხარის სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელსაც გააჩნია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლება;
ვ) მოთხოვნის საფუძველზე, ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია;
ზ) ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია;
თ) იარაღთან, კულტურულ ფასეულობებთან და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
4. მხარეები წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის ა), ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაცემულ ინფორმაციას შეიტანენ თავიანთ მონაცემთა ბაზებში.
5. მხარეები აგრეთვე ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
ბ) ერთობლივი სემინარების ჩატარება;
გ) პროფესიონალი კადრების მომზადებაში დახმარება;
დ) სამეცნიერო მიღწევების გაზიარება;
ე) საპოლიციო ტექნიკით, მოწყობილობებითა და სხვა აღჭურვილობით დახმარება;
ვ) კრიმინალისტიკაში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
6. წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თითოეული ღონისძიების განხორციელებაზე მხარეები ცალკე შეთანხმდებიან.
7. წინამდებარე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას მხარეები ახორციელებენ მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების და მათი სახელმწიფოების მიერ სხვა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით.
მუხლი 3🔗
საკონტაქტო ინფორმაცია
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს შემდეგ საკონტაქტო ინფორმაციას:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
ბ) სომხეთის რესპუბლიკის პოლიცია:
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო;
სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო.
2. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს თავიანთ სახელწოდებაში, უფლებამოსილებაში ან საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 4🔗
მოთხოვნის შესრულება
1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხარეები აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მოთხოვნის საფუძველზე.
2. მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მოთხოვნის გარეშეც, თუ აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება იყოს საჭირო მეორე მხარისათვის.
3. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) მომთხოვნი მხარის დასახელებას;
ბ) მოთხოვნის მიმღები მხარის დასახელებას;
გ) მოთხოვნის საგანს;
დ) მოთხოვნის მიზეზს;
ე) სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.
4. მოთხოვნები და პასუხები შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
5. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ზეპირი ფორმით ან ელექტრონული ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით გაგზავნილი შეტყობინებით მიმართონ ერთმანეთს. ასეთი მიმართვა შემდეგ უნდა დადასტურდეს წერილობით გონივრული ვადის ფარგლებში.
6. მოთხოვნები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა შეასრულოს მოთხოვნის მიმღებმა მხარემ. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ აღნიშნული აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება არის შეუძლებელი საბოლოო ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს ამის შესახებ მომთხოვნ მხარეს და განუმარტოს მას მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზები.
8. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება ცდება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენციას, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა თავისი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნ მხარეს.
მუხლი 5🔗
უარის თქმა მოთხოვნის შესრულებაზე
1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ თქვას უარი მოთხოვნის შესრულებაზე, თუ მოთხოვნის შესრულებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ეროვნულ ინტერესებს, ან თუ ეს ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.
2. მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის ან მისი ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ გონივრულ ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის ან მისი ნაწილობრივ შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
მუხლი 6🔗
ინფორმაციისა და პირადი მონაცემების დაცვა
1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს მეორე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პირადი მონაცემების დამუშავებას და დაცვას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
2. გადაცემული ინფორმაცია და პირადი მონაცემები გადამცემი მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ისინი იქნა გადაცემული.
3. გადაცემული ინფორმაცია და პირადი მონაცემები მესამე მხარეს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მხარეების მიერ და მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
4. მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია და პირადი მონაცემები, უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოყენებული გადაცემული ინფორმაცია და პირადი მონაცემები.
5. მიმწოდებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია და პირადი მონაცემები იყოს სწორი და განახლებული. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული ინფორმაცია ან პირადი მონაცემები არ არის სწორი, ან თუ მათი მიწოდება არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს ან გაანადგუროს ისინი და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მიმწოდებელ მხარეს.
მუხლი 7🔗
ხარჯები
თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ თავის ყველა ხარჯს, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 8🔗
კონსულტაციები
საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები, რათა განიხილონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ეფექტური საშუალებები და გზები და მიიღონ სათანადო ზომები თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.
მუხლი 9🔗
დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან
წინამდებარე შეთანხმების დებულებებიდან გამომდინარე მხარეების უფლებები და ვალდებულებები გავლენას არ ახდენს იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც სავალდებულოა მათი სახელმწიფოებისათვის.
მუხლი 10🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის კონსულტაციით ან დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 11🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები წერილობითი ფორმით მხარეების ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს ცალკე ოქმებით, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღების დღიდან.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება აღნიშნული განზრახვის შესახებ მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მხარეებთან მიმართებით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია ქ. ბათუმში, 2011 წლის 20 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით პოლიციის სახელით