ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2012
ძალაში შესვლა 11.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2012
matsne.gov.ge 636 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2012 მიღება
11.02.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.9pt 56.9pt .5in 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას, სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის, მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.       მუხლი 2🔗 ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამინისტროების ან სხვა დონეზე.     მუხლი 3🔗 წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.     მუხლი 4🔗 კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს; გ. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.       მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.     მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.     მუხლი 7🔗 მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც წინამდებარე ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.     მუხლი 9🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთ-ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ოქმის შეწყვეტის განზრახვის თაობაზე. შესრულებულია ქ. ქაბულში 2012 წლის 11 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, დარი, პაშტუ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს საგარეო საქმეთა                   ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის   სამინისტროს              სახელით                საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით  (ხელმოწერილია)                                                                        (ხელმოწერილია)