⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2013
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,443 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2012 მიღება
01.01.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2012 წლის 24 თებერვალი დ. ლენტეხი  ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 -ის მიხედვით. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ ვებგვერდი, 14/02/2012 ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №04 დადგენილება. 3. დადგენილება გამოქვეყნდეს გამოქვეყნებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარე   ვ. ქურასბედიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი  ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. თავი I სოციალური დახმარების სახეები     მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები: ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარება; დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ე) ერთჯერადი სოციალური ( ფულადი) დახმარება; ვ) ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; ზ) ომის ვეტერანთა დახმარება; თ) მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი     მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება 1. მძიმე ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. 2. მძიმე ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებელის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100). 3. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემდეგ კატეგორიას: ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1 ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს, დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობაა 100 ლარი; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა) დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარი. 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან).     მუხლი 3🔗. ხანდაზმულთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს 90-94 წლამდე დახმარება მიეცემათ ერთჯერადად 80 ლარის ოდენობით. 2. 95-99 წლამდე 100 ლარის ოდენობით. 3. 100 წელზე და ზემოთ 150 ლარი. 4. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი.     მუხლი 4🔗. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) ახალშობილების დახმარება პირველ, მეორე და მესამე ბავშვზე 100 ლარი ერთჯერადად. მეოთხე და ზევით –150 ლარი ერთჯერადად; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება: 4 შვილი 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით – ყოველთვიურად თვეში ბავშვზე 10 ლარის ოდენობით; გ) დედ-მამით ობოლ 0-18 წლამდე ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად ბავშვთა საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით; დ) ტყუპების შემთხვევაში – 150 ლარი თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად. 2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა სოციალური სუფსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ.     მუხლი 5🔗. ხანძრით და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება 1. ხანძრით ან სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული მოსახლიდან შემოსული განცხადების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობაა 2000 (ორი ათასი) ლარი.     მუხლი 6🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდის უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 3. ოჯახმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ.     მუხლი 7🔗. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს. 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი,შვილი) ურთიერთობას; ე) გარდაცვალების მოწმობა.     მუხლი 8🔗. ომის ვეტერანთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. თანხის მაქსიმალური ოდენობა 300 ლარი ერთჯერადად. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.     მუხლი 9🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) დამკრძალავი ხარჯის მიმღები პირის განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ. ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი. 3. თანხა გაიცემა არა უმეტეს 300 ლარისა. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება     მუხლი 10🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში – სამსახური) 2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთდ გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას.     მუხლი 11🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს საბოლოო დ განიხილავს კომისია, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და 5 წევრი. 2. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, არანაკლებ 2/3-ისა. 3. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ამ წესის II თავის მე-2, მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებაზე. 4. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებს მუნიციპალიტეტის გამგბელთან წარსადგენად.     მუხლი 12🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყველა სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.     მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე შუამდგომლობას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგი, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც, მხოლოდ სამსახურის შუამდგომლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 14🔗. დახმარების გაცემა 1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში. 2. თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 15🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.